ყველამ კარგად დაინახეთ რომ მთელი საარჩევნო პერიოდი ვიყავი ჩუმად – გიორგი ოკრიბელაშვილმა ემიგრანტებს სპეციალური განცხადებით მიმართა

0
3238

საერთაშორისო მოძრაობა “ემიგრანტები დემოკრატიულისაქართველოსათვის” – დამფუძნებელი გიორგი ოკრიბელაშვილი სოციალური ქსელით განცხადებას ავრცელებს და ემიგრანტებს მიმართავს : ,,ყველამ კარგად დაინახეთ რომ მთელი საარჩევნო პერიოდი ვიყავი ჩუმად და არ ვცდილობდი ვინმესათვის ჩემი შეხედულება მომეხვია თავს. მინდოდა ყველა ჩემს მეგობარს მიეღო ის გადაწყვეტილება ამ არჩევნებში რასაც გული ეტყოდა. მაგრა დღეს სიჩუმე ისეთივე დანაშაულია როგორც სიჩუმე დანაშაული იყო 2012 წელს. მინდა ყველას შეგახსენოთ რომ 2012ში ჩვენ ერთად დავდეგით არა ერთი კაცის გვერდში არამედ მასთან საერთო ჩვენი ღირებულებების გვერდით. ეს იყო:
• არა ძალადობას;
• არა დიქტატურას;
• არა ქვეყნი ინტერესებით ვაჭრობას;
• არა სიდუხჭირეს;
• არა დავიწყებულ მოქალაქეებს;
ეს ყველაფერი დღესაც აქტუალურია და ვერავინ ვერ დამარწმუნებს რომ მაშინ ყველა ერთად შევცდით და ნაციონალური მოძრაობა იმ “არას” არ იმსახურებდა. ვერც იმაში დამარწმუნებთ რომ , მიუხედავად ხელისუფლების უამრავი შეცდომისა, ნაციონალური მოძრაობა და მისი ლიდერი დღეს იმსახურებს რომ მოხდეს მათი უკან დაბრუნება და მათთვის შანსის მიცემა. დიახ ქართულმა ოცნებამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა, ძალიან ბევრ გამოწვევას ვერ გაუმკლავდა (განსაკუთრებით სამართლიანობის აღდგენის საკითხში), ძალიან ბევრი გულანთებული მეგობარი გარიყა მაგრამ ქვეყანამ რა დააშავა?
ხლა მივმართავ ემიგრანტებს, განსაკუთრებით საბერძნეთის დიასპორას… რა დაგემართათ ნუთუ დაგავიწყდათ 2012 რა ქნა ზუსტად ამ გრიგოლ ვაშაძემ, 28 ოქტომბერს რომ სიებში არ ყოფნას სამართლიანად აპროტესტებდით არ გახსოვთ რომ ზუსტად ბ-ნ გრიგოლ ვაშაძის მინისტრობის დროს მისი ხელმოწერილი ბრაძანების საფუძველზე ათასობით არალეგალ ემიგრანტს საკონსულო აღრიცხვის გასავლელად მოსთხოვეს ადგილსამყოფელ ქვეყანაში ლეგალური საცხოვრებელი ადგილის ცნობა? შემთხვევით ისისც ხო არ გავიწყდებათ რომ სწორედ გრიგოლ ვაშაძემ მოაწერა ემიგრანტებისათვის ავად სახსენებელ რეადმისიის ხელშეკრულებას ხელი? 
ჩემო კარგებო თქვენ შეგიძლიათ გაბრაზდეთ სალომე ზურაბიშვილზე, ბიძინა ივანიშვილზე და კიდე ათას სხვაზე მაგრამ სამშობლომ რა დაგიშავათ? ძალიან ცუდი რომ მხოლოდ ეს არჩევანი გვაქვს…. ალბათ ცოტა ადრე რომ გამოვფხიზლებულიყავით უკეთსი არჩევანი გვექნებოდა. 
მეორე ტური უნდა გახდეს წარსულის დასამარების დღე და მომავალს უნდა მივხედოთ იმავე საღამოდან…. 
დანარჩენს მეორე ტურის შემდეგ გეტყვით” -აცხადებს გიორგი ოკრიბელაშვილი.