ათენის ქართული სახლის პრეზიდენტის დარეჯან ღამბაშიძის განცხადებით 25 ნოემბერს ათენში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მასშტაბური ქართულ-ბერძნული ღონისძიება გაიმართება, მისი სახელით გავრცელებულ განცხადებას უცვლელად გთავაზობთ : ,, ჩემო საყვარელო თანამემამულენო! 25 ნოემბერს, კიდევ ერთი ახალი ფურცელი შეემატება, ქართული ემიგრაციის მატიანეს. ჩვენი ღონისძიება, რომელიც საბერძნეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით გაიმართება, ეძღვნება ქართველი ემიგრანტების 30 წლიან თანაცხოვრებას ბერძენ ხალხთან. .მონაწილეობას მიიღებენ: საუკეთესო ბერძენი მომღერლები და მოცეკვავეები, კულტურისა და განათლების წარმომადგენლები,ღონისძიება გაშუქდება ბერძნულ ტელეარხზე ERT1. ჩვენს გვერდით იქნებიან ბერძენი ჟურნალისტები , ბერძნულ ქართული ოჯახის წყვილები და ყველა ის ბერძენი,ვინც მოღვაწეობდა საქართველოში, იცნობს ჩვენს სამშობლოს და ილაპარაკებს მასზე. ასევე, ჩვენი დიასპორის ქორეოგრაფული ანსამბლები, მომღერლები და მუსიკოსები. ღონისძიებაზე სტუმრად ჩამოვლენ საქართველოდან საქართველოს ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი. „ფაზისის“მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი საქართველოს პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარე, პროფესორი ბატონი გარი ჩაფიძე.პროფესორი ნათელა ჯოხაძე. საქართველოს პედაგოგთა კავშირის თავმჯდომარის მოადგილე. ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის წევრი ლიანა მარტიაშვილი. მაკა სამხარაძე. – უკრაინა საქართველოს სოციალურ ურთიერთობათა დირექტორი. ღონისძიებას ქართულ ენაზე წაიყვანს დიასპორაში გაზრდილი და წარმატებული ახალგაზრდა, თათია მურაჩაშვილი.ბერძნულ ენაზე კი ცნობილი წამყვანი და მომღერალი კოსტასს ვენეცანოს. ღონისძიება დაიწყება ზუსტად 12 საათზე.”
Home ქართველები მსოფლიოში დიასპორული ცენტრები დარეჯან ღამბაშიძის განცხადებით 25 ნოემბერს ათენში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით მასშტაბური ქართულ-ბერძნული ღონისძიება...