10 დეკემბერს, პოლონეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ილია დარჩიაშვილი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროექტის ფარგლებში ახლადანიშნულ საქართველოს ახალგაზრდა ელჩს თამარ ლორთქიფანიძეს შეხვდა.
შეხვედრაზე განხილულ იქნა მომავალი თანამშრომლობის საკითხები, როგორც პოლონეთში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული , შეხვედრა მნიშვნელოვანი იყო რათა საელჩოს მხარდაჭერითა და ერთობლივი აქტივობებით მოხდეს საქართველოს შესაბამისი წარმოჩენა პოლონეთის რესპუბლიკაში.
Home პოლიტიკა არჩევნები 2020 პოლონეთში საქართველოს ელჩმა ახალგაზრდა ელჩს საქართველოს წარმოსაჩენად მხარდაჭერა აღუთქვა