ძალიან გამიხარდა როდესაც ჩემმა მეგობარმა ავთანდილ გიუნაშვილმა მახარა საბერძნეთიდან რომ გახსნილა საიტი diaspora.ge – ყველამ კარგად ვიცით ამ მცირე ერს რამხელა ემიგრაცია გვყავს და ასევე ვიცით ისიც თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს დღევანდელ დროში ინფორმაციის დროულად გავრცელებას და კომუნიკაციას ამიტომ. მჯერა ეს მნიშვნელოვანი საიტი სადაც თავმოყრილია ძალიან საჭირო და საინტერესო ინფორმაცია ჩვენს სამშობლოზე, მიმდინარე პროცესებზე, ემიგრანტების ისტორიებზე და სხვა არაერთ მნიშვნელოვან საკითხზე, მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს დიასპორის ერთიანობის და სიძლიერის საკითხში. წარმატება ამ ძალიან კარგი საქმის ყველა ინიციატორს და გულთბილი მოკითხვა ჩვენს ემიგრანტებს.
პატივისცემით ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი ფარეშიშვილი