2017 წლის 18 დეკემბერს, საქართველოს საელჩოში დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ქართველი პოეტის ხათუნა შავგულიძის ახალი ლექსების წიგნის „სულში შენახული საქართველო“ პრეზენტაცია გაიმართა. ეს ხათუნა შავგულიძის მესამე პოეტური კრებულია.
ღონისძიება დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერითა და ორგანიზებით გაიმართა. საღამოზე სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ბერუჩაშვილმა და საზოგადოებას თავად პოეტი წარუდგინა, რომელმაც საკუთარი ლექსები წაიკითხა. ღონისძიებას ქართული დიასპორის წარმომადგენლები დაესწრნენ.