ვინ არის საბერძნეთში წლის ქართველ სტუდენტად დასახელებული თეონა ბერიძე.

0
5034

,

  18 დეკემბერს  მიგრაციის საერთაშორისო დღეს, ათენში, სასტუმრო ,,ბესტ ვესტერნ კანდიაში“, საბერძნეთ- საქართველოს სტუდენტთა და ახალგაზრდა ასოციაციის ეგიდით  „საბერძნეთში წლის ქართველი სტუდენტის“ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა,  2017 წლის გამარჯვებული შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით  თეონა ბერიძე გახდა. 
  როგორც აღმოჩნდა  შესარჩევი კომისიისთვის მისი მონაცემები მართლაც გამორჩეული იყო .
   თეონა ბერიძე ამჟამად არამხოლოდ ათენის იოანის კაპოდისტრიიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დაწყებითი განათლების პედაგოგიკის კათედრის და ათენის აკადემიის ახალბერძნული დიალექტებისა და იდიომების კვლევის ცენტრის  მიწვეული დოქტორანტია, სადოქტორო კვლევით ″ქართულ და ბერძნულ ენათა სტრუქტურის შედარებითი მორფოლოგიური კვლევა. განკუთვნილი ქართველ ბილინგვალ მოსწავლეებზე″ არამედ ამავდროულად ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფილოლოგიის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტიცაა სადისერტაციო ნაშრომით: ″ბილინგვიზმი და ბილინგვური განათლება სკოლამდელ და უმცროს სასკოლო ასაკში″
 თეონა ბერიძე 1993-2004წწ. სწავლობდა  – ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის კლასიკურ გიმნაზიაში, 2005-2011წლებში  ბათუმის წმ. იოანე ღვთისმეტყველის სახელობის სასულიერო სემინარიში– ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა სპეციალიზაციით რელიგიის ისტორიის პედაგოგი. 2004-2009წწ. – ში პარალელურად სწავლობდა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე სადაც კიდევ ერთი სპეციალობა-  ქართული ენისა და ლიტერატურის, დამატებით ახალი ბერძნული ენასა და ლიტერატურის სპეციალისტის ბაკალავრის ხარისხი მიიღო. 
   2011-2013წწ. –ში  განათლების მაგისტრის ხარისხი მიიღო სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლისას.  სამაგისტრო ნაშრომით –  ″ბილინგვური განათლება და ბილინგვიზმი, როგორც მრავალმხრივი და მრავალკომპონენტიანი მოვლენა″. 
მართლაც აღსანიშნავი ფაქტია რომ თეონამ სტაჟირება სტაჟირება:
2008 წელს თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ხოლო
2016 –2017 წწ-ში  ათენის იოანის კაპოდისტრიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორის ბიბლიოთეკაში გაიარა.
   რაც შეეხება თეონა ბერიძის კონფერენციებსა და პრეზენტაციებში მონაწილეობას ის ასე გამოიყურება:
10-11.10.2017 – Workshop of European Centre for Modern Languages (ECML/CELV) – «Digital literacy for the teaching and learning of languages». Title of article: “Bilingualism and Bilingual Education at the Age of Childhood”. Graz, Austria.
6-8.10.2017 – 16th International Conference – Migration and Language Education. Greek Applied Linguistics Association. A paper entitled “Comparative morphological research of the structures of Georgian and Greek languages. Apply to Georgian bilingual students”. Thessaloniki, Greece.
24-26.04.2017 – პროფ. დიანა ფორკერის სალექციო კურსი ენათა კონტაქტები და პრეზენტაცია თემაზე: “ბილინგვური განათლება ბავშვობის ასაკში” (თსუ) (სამუშაო ენა:  ინგლისური);
04.2006წ. სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (ბსუ) – “ვეფხისტყაოსნის ინტერტექსტური ანალიზი” (ქართული სექტორი) – I ხარისხის დიპლომი;
04.2007წ. სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (ბსუ) – “მილტოს სახტურისის ლექსები” (ბერძნული სექტორი) – I ხარისხის დიპლომი;
04.2007წ. სტუდენტთა ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია (ბსუ) – “გლახის ნაამბობის ინტერტექსტური ანალიზი” (ქართული სექტორი) – II ხარისხის დიპლომი.
კვალიფიკაციის ასამაღლებელი კურსები/ტრენინგები:
2016 წლის ზაფხული – ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(პროგრამა ″თიესპა″-ს საზაფხულო სკოლა);
2015 წლის ივნისი-ივლისი–ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(″PLATO ACADEMY″-ის საზაფხულო სკოლა);
2013-2014  სასწავლო წელი – ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(ალექსანდრე ონასისის ფონდის სტიპენდიანტი);
2010 წლის ზაფხული – ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(იდრიმა ურანის ფონდის სტიპენდიანტი);
2009 წლის ზაფხული – თესალონიკის არისტოტელეს უნივერსიტეტი
(პროგრამა ″იასონი″- ახალბერძნული ენის შემსწავლელი კურსები);
2008 წელი – თესალონიკის ალექსანდრეს ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ინსტიტუტი (გაცვლითი პროგრამა – ″Erasmus Mundus Lot 5″);
2007 წლის ზაფხული –  ათენის სახელმწიფო უნივერსიტეტი
(პროგრამა ″თიესპა″-ს საზაფხულო სკოლა – ახალბერძნული ენის კურსები).
გარდა იმისა რომ 2015 წელს თეონა ბერაძის მიერ 
ბერძნულიდან ქართულ ენაზე ითარგმნა და ″ლიტერატურულ გაზეთში″ იბეჭდება მილტოს სახტურისის ლექსები
მის მიერ იმავე 2015 წელს ქართულიდან ბერძნულ ენაზე ითარგმნა და გამოიცა ″წმიდა ევაგრე ციხედიდელის ცხოვრება და სასწაულები″.
ის მშობლიურის გარდა ფლობს  ოთხ ენას:
• ახალი ბერძნული (თავისუფლად)
• ინგლისური (ძალიან კარგად, B2 დონე)
• რუსული (კარგად)
• ძველი ბერძნული (კარგად)