ჟან-კლოდ იუნკერ: საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა

0
983

საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა – ევროკომისიის პრეზიდენტი ევროკომისიის პრეზიდენტმა, ჟან-კლოდ იუნკერმა, ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენციაზე გამოსვლისას განაცხადა, „ საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა”. ჟან კლოდ იუნკერმა საქართველოს პრემიერ მინისტრს საქართველოში ევროპული სკოლის გახსნისთვის მადლობა გადაუხადა: „მინდა, მივმართო და მადლობა ვუთხრა საქართველოს პრემიერ-მინისტრს იმისათვის, რომ საქართველოში ევროპული სკოლა გაიხსნა. საქართველო 100 პროცენტით ევროპული სახელმწიფო გახდა“. ბრიუსელში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი მაღალი დონის კონფერენცია მიმდინარეობს. „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ მომავლისადმი მიძღვნილ პანელში საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეც მიიღებს მონაწილეობას და დისკუსიის ფორმატში ჩაერთვება.