სალომე იმედაშვილი, ლონდონში ყველაზე დიდ მარკეტინგულ პლატფორმის მწარმოებელ კომპანია “ემარსისში” (EMARSYS) ევროპის, ახლო აღმოსავლეთისა და აფრიკის მარკეტინგის ხელმძღვანელად მუშაობს. კომპანია “ემარსი” ციფრული მარკეტინგის სტრატეგიის შემუშავებასა და განხორციელებაში ეხმარება ისეთ ცნობილ ბრენდებს როგორებიცაა: eBay, Loreal, Nike, Sky, Lufthansa, Canon, Fly Dubai და ა.შ. 26 წლის სალომე იმედაშვილი საკუთარ თავზე, მიზნებსა და ევროპულ გამოცდილებაზე
ლონდონი – კომპანია EMARSYS
EMARSYS – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარკეტინგული პლატფორმაა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც დიდ კომპანიებს და ბრენდებს ეხმარება სამიზნე აუდიტორია ინტერნეტში მოიზიდონ და აქციონ ერთგულ მომხმარებლებად, აწარმოონ კომუნიკაცია ელ. ფოსტით, სმს-ით, სოციალური ქსელებით, თუ სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით. კომპანიაში 1000-მდე ადამიანი მუშაობს. მსოფლიოში 17 ოფისი აქვს. EMARSYS ავსტრიაში დაფუძნდა, სათაო ოფისი ვენაში აქვთ. ლონდონი ასე ვთქვათ ევროპულ სათაო ოფისად ითვლება, მე ლონდონის ოფისში, ევროპის აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის მარკეტინგის ხელმძღვანელად ვმუშაობ. ძალიან გამიმართლა, რადგან მარკეტინგულ კომპანიაში ვმუშაობ. ეს არის ძალიან საინტერესო, რადგან მიწევს, როგორც ტექნოლოგიების მარკეტინგის სწავლა, ასევე, დიდ ბრენდებთან მუშაობა, ვისაც მაგალითად დამოუკიდებელი მარკეტინგული სტრატეგია აქვს. უყურებ მათ ბიზნეს მოდელს და ხვდები, როგორ უნდა ჩაურთო ეს ტექნოლოგია, რომ მათ მოდელს მოერგოს და მათი მიზნები განხორციელდეს.
ლონდონი – კომპანია EMARSYS
EMARSYS – მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი მარკეტინგული პლატფორმაა. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც დიდ კომპანიებს და ბრენდებს ეხმარება სამიზნე აუდიტორია ინტერნეტში მოიზიდონ და აქციონ ერთგულ მომხმარებლებად, აწარმოონ კომუნიკაცია ელ. ფოსტით, სმს-ით, სოციალური ქსელებით, თუ სხვა ნებისმიერი საკომუნიკაციო არხით. კომპანიაში 1000-მდე ადამიანი მუშაობს. მსოფლიოში 17 ოფისი აქვს. EMARSYS ავსტრიაში დაფუძნდა, სათაო ოფისი ვენაში აქვთ. ლონდონი ასე ვთქვათ ევროპულ სათაო ოფისად ითვლება, მე ლონდონის ოფისში, ევროპის აფრიკის და ახლო აღმოსავლეთის მარკეტინგის ხელმძღვანელად ვმუშაობ. ძალიან გამიმართლა, რადგან მარკეტინგულ კომპანიაში ვმუშაობ. ეს არის ძალიან საინტერესო, რადგან მიწევს, როგორც ტექნოლოგიების მარკეტინგის სწავლა, ასევე, დიდ ბრენდებთან მუშაობა, ვისაც მაგალითად დამოუკიდებელი მარკეტინგული სტრატეგია აქვს. უყურებ მათ ბიზნეს მოდელს და ხვდები, როგორ უნდა ჩაურთო ეს ტექნოლოგია, რომ მათ მოდელს მოერგოს და მათი მიზნები განხორციელდეს.
მოლოდინები და რეალობა
ჩემი პირველი სამსახური ლონდონში სტარტაპ ტექნოლოგიების სფეროში იყო. სტარტაპის დამფუძნებელი მარკეტინგის პროფესორი იენ რაიდერი იყო, რომელსაც ძალიან დიდი სამუშაო გამოცდილება აქვს დიდ კომპანიებში, მათ შორის HP-ში. ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ შენ შეიძლება მარკეტინგში მუშაობ, მაგრამ პირველ რიგში უნდა გახსოვდეს, რომ ყველგან არიან ადამიანები, არ აქვს მნიშვნელობა მათ წოდებას და თანამდებობას, არ აქვს მნიშვნელობა შენ “ლორეალთან” იმუშავებ, “გუგლთან”, “ფეისბუქთან” თუ პატარა კომპანიასთან, იქ რომ შედიხარ, გვხვდებიან ჩვეულებრივი ადამიანები, ისეთები როგორებიც ჩვენ ვართ. ეს ჩემთვის აღმოჩენა იყო, როგორც პროფესიულად, ისე ადამიანურად, მაგალითად, ძალიან ვნერვიულობდი “იბეისთან” შეხვედრის წინ, მაგრამ შედიხარ და გხვდება ადამიანი, რომელიც იმავე ენაზე ლაპარაკობს, როგორც შენ, იგივე პრობლემები აქვს, როგორიც შენ. პროფესიული კუთხით ამაღელვებელიც არის, როდესაც პირველ ნაბიჯებს დგამ. თავიდან რაღაც კომპლექსივით მქონდა. ეს იყო პატარა ქვეყნიდან წამოსული ადამიანის კომპლექსი. შეიძლება მეგონა, რომ ვიღაცაზე ნაკლები გამოცდილება მქონდა. მეგონა, ჩემი ცოდნა, რომელიც წლების განმავლობაში უნივერსიტეტში თუ დამოუკიდებლად კითხვით მივიღე, საკმარისი არ იქნებოდა, მაგრამ აღმოჩნდა რომ ყველაზე მნიშვნელოვანი არის შენი მიდგომა, რამდენად მოტივირებული ხარ, გაქვს თუ არა სურვილი, რომ გადაჭრა პრობლემები. არ აქვს მნიშვნელობა საიდან ხარ, რამდენწლიანი გამოცდილება გაქვს, მთავარია როგორ უდგები საქმეს. ასეთი მიდგომა არის წარმატებისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი
პირველად “ემარსიში” რომ დავიწყე მუშაობა, ჩემს პოზიციაზე 6 თვის განმავლობაში არავინ იყო, იმიტომ რომ რეორგანიზაცია მოხდა. მთლიანი მარკეტინგის ჯგუფი, რომელიც ევროპას კურირებდა, დაითხოვეს სამსახურიდან და მე მომიწია, 6 თვის მერე, საქმის ხელახლა დაწყება. კომპანიაში არ იყო არაფერი, არ არსებობდა მარკეტინგული მასალა, არ იყო სტრატეგია, არ იყო განსაზღვრული ბიუჯეტი, არაფერი არ იყო. მომიწია ამ ყველაფრის დაწყება. ეს ორგანიზაცია გლობალურ დონეზე იზრდებოდა, დაინიშნა გლობალური მარკეტინგის დირექტორი, ის ცალკე მუშაობდა გრძელვადიან სტრატეგიაზე, მაგრამ რეგიონში მე ვიყავი პასუხისმგებელი. დაახლოებით 4 თვე დამჭირდა იმისთვის, რომ გონზე მომეყვანა მარკეტინგის დეპარტამენტი. ზუსტად ამ პერიოდს ზაფხული დაემთხვა. სანამ არდადეგები დაიწყებოდა გვქონდა კორპორაციული ფართი, მაშინ ჩემმა დირექტორმა დამასახელა თვის საუკეთესო თანამშრომლად. მაშინ ახალი მისული ვიყავი ორგანიზაციაში, ძალიან ბევრი პრობლემა იყო, მაგრამ რომ დავინახე საკუთარი თავი დიდ ეკრანზე, ვარსკვლავში ჩასმული, ეს იყო საოცარი შეგრძნება, ამ მომენტმა დიდი მოტივაცია მომცა.
წარმატების ინდიკატორი
პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი კომუნიკაციის უნარები იყო. ინტერვიუს დროს ყურადღებას აქცევენ როგორ წარმოაჩენ შენ თავს, რას ჰყვები შენც გამოცდილებაზე და ასევე, ფლობ თუ არა ენებს. მე 4 ენას ვფლობ და ეს მათთვის ფასეული იყო.
როდესაც ლონდონში ჩავედი, არავის არ ვიცნობდი და შესაბამისად, არც ვიცოდი ვისთვის მეკითხა. მეც წავაწყდი ყალბ ორგანიზაციებს, მერე აღმოჩნდა, რომ კარდაკარ უნდა აკაკუნო. საბოლოოდ, მოვხვდი იქ, სადაც მოვხვდი. არ აქვს მნიშვნელობა, სად გაქვს უნივერსიტეტი დამთავრებული, ალბათ, მე იმის ნათელი მაგალითი ვარ, რომ არ არის მთავარი დაამთავრო ოქსფორდი ან ჰარვარდი, იმისათვის რომ მოხვდე კარგ კომპანიაში, კარგ პოზიციაზე. მთავარი შენი შრომისუნარიანობაა, ვერ იქნები იმის იმედზე, რომ ვიღაცა რაღაცას გაგიკეთებს. ნაცნობობა გაგიკვირდებათ და იქაც მუშაობს. ხშირად, ვიღაცის პირადი სიმპატიები გეხმარება წინსვლაში, მაგრამ თუკი შრომობ და შედეგებს დებ, გარანტირებული გაქვს წინსვლა. ყველა პოზიციაზე, სადაც მიმუშავია კრიტერიუმები უნდა დააკმაყოფილო, იმისთვის რომ გერქვას წარმატებული. მაგალითად, თუ რაღაც კონკრეტული გევალება, არავინ არ მოგთხოვს, რომ გააკეთო რაღაც სხვა. მაგრამ თუ ზედმეტს გააკეთებ და ინიციატივას შენს ხელში აიღებ, ეს ყოველთვის დაგიფასდება. 2016 წლის მარტში დავიწყე მუშაობა, მაშინ ბრიტანეთისა და სკანდინავიის ქვეყნების მარკეტინგის მენეჯერი ვიყავი, მას შემდეგ შემომიერთდა ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა.
საქართველო-ინგლისი
განსხვავება არის ძალიან დიდი, როცა ჩამოვდივარ აქ სულ ვხდები ჩემს მეგობრებს და სულ მაინტერესებს რა ხდება აქ, ამ კუთხით. წინ მიიწევს მარკეტინგი საქართველოში, ეს საგრძნობია, ნაბიჯები იდგმება, თუმცა ვიტყოდი, რომ ერთი 10 წლით უკან ვართ ამ სფეროში, განსაკუთრებით ტექნოლოგიების თვალსაზრისით. თუმცა ეს არ არის იმის ბრალი, რომ ჩვენ მარკეტერები რამეს ვერ ითვისებენ ან ცოდნა და გამოცდილება არ აქვთ. ძირითადად, იმის ბრალია რომ ბაზარი არის პატარა და ნაკლები ადამიანია, შესაბამისად, ნაკლები კონკურენციაა. მაგალითად, რამდენიმე მილიონიან ან მილიარდიან ბაზარზე ორგანიზაციას უწევს, რომ ყველა ხერხი გამოიყენოს იმისთვის რომ იყოს კონკურენტული. საქართველოში ჯერ ეს საჭიროება არ დგას. შესაბამისად, სიახლეების ათვისებაც გვიანდება.
ბავშვობა
განათლების მიღებას და ენების სწავლას ოჯახს ვუმადლი, ბებიას და ბაბუას. ბებია არის ადამიანი, რომელიც იდეების გენერატორია. სკოლის მოსწავლეც არ ვიყავი ინგლისურის სწავლა რომ დავიწყე. ეს იყო 90-იანი წლების დასაწყისი და მახსოვს, რომ “ფეჩის” პერიოდი იყო. ჩემები მაშინაც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ ენა მესწავლა. აღმზრდელი რუსულენოვანი მყავდა და ამანაც დიდი გავლენა იქონია ჩემს განათლებაზე.
ყოველთვის ვიყავი მიზანმიმართული ბავშვი, თუმცა სიზარმაცეც მეპარებოდა, კარგად ვსწავლობდი და ვიყავი მოწინავე რიგებში, მაგრამ ვერ ვიტყოდი, რომ საუკეთესო მოსწავლე ვიყავი, ყოველთვის ვწავლობდი, მაგრამ რაღაც ყოველთვის მაკლდებოდა ხოლმე. სკოლიდანვე ვიცოდი, რომ მარკეტინგზე მინდოდა მესწავლა, ისიც ვიცოდი, რომ კარგად უნდა მესწავლა და გრანტი ამეღო. ყოველთვის წარმოედგინა ჩემი თავი მაღალმინებიან შენობაში, მაღალ სართულზე რომ ვმუშაობდი. აი, ეს იყო ბავშვობიდან აკვიატებული იდეა. და ახლა, მართლაც ვმუშაობ მინებიან შენობაში, თუმცა არც ისე მაღალ სართულზე, მხოლოდ მესამეზე. მაქსიმალისტი ვიყავი, მაქსიმუმადე ერთი ქულა თუ დამაკლდებოდა, ძალიან ვნერვიულობდი. ახლა თუ გადავხედავთ ჩემს ისტორიას, უფრო 97 ქულიანი ვიყავი, ვიდრე 100-იანი.
რა არის მნიშვნელოვანი წარმატებისთვის
ძალიან ბევრი უნდა იმუშაონ საკუთარ თავზე. ვგულისხმობ არა მხოლოდ უნივერსიტეტში სწავლას, ან სამსახურში კარგ თანამშრომლად ყოფნას, არამედ ყოველთვის უნდა გაახილო თვალი და გაიგო, რა ხდება შენს გარშემო. უნდა იკითხო ძალიან ბევრი სიახლეები, განსაკუთრებით შენს სფეროზე, იმიტომ რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით მარკეტინგში, სადაც ყოველდღე რაღაც იცვლება, ახალი ხდება, ყოველდღე ვიღაც უფრო კრეატიულს და წარმატებულს პროდუქტს ქმნის. ძალიან მნიშნველოვანია ამას ყური დაუგდო და გადაამუშავო.
მეორე, რაც ძალიან მნიშნველოვანია, მე რომ ახლა ვიწყებდე კარიერას, ჩემს თავს ვეტყოდი, რომ იყავი უფრო გახსნილი და ეკონტაქტე, რაც შეიძლება მეტ ადამიანს, იმიტომ რომ ადამიანებისგან სწავლობ იმას, რაც არც ერთ წიგნში არ წერია. ადამიანური უნარები ყველა ტიპის სამსახურში გეხმარება, არ აქვს მნიშვნელობა ჟურნალისტი ხარ თუ მარკეტინგის სპეციალისტი. უნდა დაიჯერო საკუთარი შესაძლებლობების. ჩვენ ქართველები ვართ, ძალიან პატარა ქვეყნიდან და ხშირად გაგვიგია, რომ რაც მაგრები ვართ ქართველები ვართ-ო, მაგრამ მინახავს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც ქვეყნიდან წასულა და ჰქონია ძალიან დიდი კითხვის ნიშანი – ვარ პატარა ქვეყნიდან და რომ არაფრით გამოვირჩევი. ასეთ დროს შენს თავში ეჭვი გეპარება, მაგრამ მე მათ ვურჩევდი, ეჭვი არ შეეპაროთ, იმიტომ რომ ხასიათში გვაქვს ჩვენ რაღაც ისეთი, რაც საზღვარგარეთ ძალიან მოსწონთ. ამასთან ერთად, შრომასაც თუ ჩადებ, ეს ცარიელი სიტყვები არ იქნება და აუცილებლად დაგიფასდება.
რა იქნება მერე
- 26 წლის ვარ, ამ წუთას ბრიტანეთში უფრო მაქვს შანსი რაღაც ვისწავლო და ავითვისო, საბოლოოდ, ჩემი მიზანია, რომ ჩემი ცოდნა საქართველოში ჩამოვიტანო. არ ვიცი, ეს იქნება საკუთარი ბიზნეს იდეის განხორციელება თუ დაქვემდებარებულად მუშაობა. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მინდა ვიყო მარკეტინგის პროფესიონალი ფარდებს მიღმა, ვიდრე მაგალითად ბიზნეს ლიდერი. საქართველოში ძალიან ბევრი პროექტი იწყება მარკეტინგის მიმართულებით და არ გამოვრიცხავ აქ ჩამოსვლას, თუმცა ამ ეტაპზე მგონია, რომ იქ მეტს ვისწავლი. 1tv.ge