თესალონიკის გენ. საკონსულო მოქალაქეებს აფრთხილებს და დაზარალებულ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობს

0
2973

საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ საბერძნეთის ქალაქ თესალონიკში ქართული დიპლომატიური მისია განცხადებას ავრცელებს და აცხადებს: ,, გაცნობებთ, რომ ბოლო პერიოდში გახშირდა არაკვალიფიციური ადამიანებისა და ორგანიზაციების მიერ ქართველი ემიგრანტებისთვის იურიდიულ დახმარების გაწევის შემთხვევები, რაც იწვევს მათი უფლებების დარღვევას და ართულებს მათთვის კვალიფიციური დახმარების აღმოჩენის პროცესს.

აღნიშნულთან დაკავშირებით, კიდევ ერთხელ გთხოვთ, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდეთ ქ . თესალონიკში საქართველოს გენერალურ საკონსულოს ცხელ ხაზზე (+30 6973462002) ან საკონსულოს ტელეფონის ნომერზე (+30 2310 42 90 09).

გენერალური საკონსულო აქვე ურთავს „ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ განცხადებასაც რმელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრის“ იურისტი მარიამ ლევიძე განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ საბერძნეთის ქალაქ სალონიკში მცხოვრებს ემიგრანტებსა და ქართველ პატიმრებს, თვითმარქვია ადამიანები არაკვალიფიციურ იურიდიულ დახმარებას უწევენ, რაც მისი თქმით, კონსტიტუციით გათვალისწინებული დაცვის გარანტირებული უფლების დარღვევაა.

„როგორც ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრისთვის გახდა ცნობილი, საბერძნეთის რესპუბლიკაში, კერძოდ ქალაქ სალონიკში, მომრავლდა თვითმარქვია ადამიანების მიერ არასწორი და არაკვალიფიციური იურიდიული მომსახურეობების გაწევის ფაქტები ქართველი ემიგრანტებისთვის. ეს ადამიანები არა მარტო დოკუმეტენტების შექმნაში ეხმარებიან ემიგრანტებს, არამედ აქტიურად ჩაერთვნენ დაკავებული ქართველი პატიმრების ე.წ.უფლებების „დაცვაში“, რაც ძალიან  სახიფათოა, მით უფრო, რომ საკითხი ეხება კონსტიტუციით გათვალისწინებული დაცვის გარანტირებული უფლების დარღვევას.

ემიგრაციის საერთაშორისო ცენტრი აღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით შეშფოთებას გამოხატავს და მოუწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე საქართველოს საელჩოს საბერძნეთში და განსაკუთრებით, საქართველოს გენერალურ საკონსულოს სალონიკში, რომ იყვნენ ყურადღებით მსგავს ფაქტებთან დაკავშირებით, რათა თვითმარქვია ადამიანებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთაც არ აქვთ არანაირი იურიდილი განათლება და სპეციალური ცოდნა, არ მოხდეს რეალური პრობლემის წინაშე მდგომი მოქალაქეების დაზარალება,“-ამბობს ცენტრის იურისტი მარიამ ლევიძე.