რა მოლოდინები აქვთ სპეციალისტებს საქართველოს და საბერძნეთის მორიგი შეხვედრიდან

0
1225

წყალბურთში მსოფლიო ლიგის მატჩს საქართველოს ეროვნული ნაკრები საბერძნეთის წინააღმდეგ გამართავს.

რევაზ ჩომახიძის გუნდი საბერძნეთის ძლიერ ნაკრებს თბილისის საწყლოსნო კომპლექს „ოლიმპიკზე“ უმასპინძლებს.

ჩვენს ეროვნულ გუნდში თავის გამოჩენის საშუალება რამდენიმე ახალგაზრდა წყალბურთელს მიეცემა, ხოლო ვატო დადვანს ნაკრებში დებიუტი ექნება.

ტრავმის გამო გუნდს ანდრია ბითაძე ვერ დაეხმარება.

საქართველო-საბერძნეთის მატჩი დღეს, 19:00 საათზე დაიწყება და პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

სფეროს სპეციალისტების აზრით საქარტველოს ნაკრების მხრიდან წარმატების მიღწევის შანსი რეალურია და გუნმა ყველაფერი უნდა გააკეთოს წარმატების მისაღწევად.