ეპისკოპოს საბას განცხადებით არიან კონკრეტული ჯგუფები რომლებიც ემიგრანტების პრობლემებით არასოდეს დაინტერესებულან

0
1038

ეპისკოპოს საბას განცხადებით არიან კონკრეტული ჯგუფები რომლებიც ემიგრანტების პრობლემებით არასოდეს დაინტერესებულან და მხოლოდ სიძულვილს აღვივებენ.

ჩრდილოეთ ამერიკის ქართული ექსარხიის ეპისკოპოსის თქმით : „წლევანდელი წლის დავითობა ზოგიერთმა ტელევიზიამ მიკერძოებულად აჩვენა და მას მოჰყვა არაერთი გულსატკენი კომენტარი სხვადასხვა ადამიანისგან. ნებისმიერ ადამიანი, როდესაც ტაძარში მოდის დღესასწაულზე, რატომ უნდა მივცეთ ამას რაღაცა პოლიტიკური გარჩევის ხასიათი? მით უმეტეს, როდესაც მართლაც მისაბაძია და დასაფასებელი ბატონი არჩილის ქმედება“, – აღნიშნა ეპისკოპოსმა.

ცნობილია რომ ეპარქიის და ემიგრანტების მიერ ორგანიზებულ სადღესასწაულო წირვასა და ტრაპეზს აშშ-ში ვიზიტით მყოფი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, საპარლამენტო დელეგაციის წევრები და საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში დავით ბაქრაძე დაესწრნენ. ტელეკომპანია „მთავარმა“ ტრაპეზი „პოლიტიკურ შეკრებად“ მოიხსენია.