საყურადღებო ინფორმაცია არალეგალურად დასაქმებული ემიგრანტებისთვის

0
16203

იმ შემთხვევაში თუ მიგრანტი ლეგალურად იმყოფება უცხო ქვეყანაში და გადაწყვეტილი აქვს იქ ხანგრძლივად დარჩენა, მისი ვიზის ან ბინადრობის ნებართვის ვადის გასვლასთან ერთად მისი სამართლებრივი სტატუსი ლეგალურიდან არალეგალურზე იცვლება. არალეგალურ სტატუსს კი თან ახლავს ფიზიკურ უსაფრთხოებასა და პირად თავისუფლებასთან დაკავშირებული გაზრდილი რისკები; ამასთან ერთად, არალეგალურად მყოფნი ვერ სარგებლობენ ჯანდაცვის, განათლებისა და იმ სხვა საზოგადოებრივი/სოციალური მომსახურებებით, რომელიც ხელმისაწვდომია ლეგალურად მყოფი პირებისთვის. აღნიშნულის თავიდან აცილების ერთადერთი გზა ლეგალური სტატუსის შენარჩუნება და ლეგალური მიგრაციაა.

როგორც წესი, არალეგალური მიგრანტების საცხოვრებელი პირობები სავალალოა. ხშირად მათთვის შეუძლებელია ნორმალური ბინის დაქირავება; ხოლო ისინი, ვინც მზად არიან უზრუნველყონ არალეგალი მიგრანტები საცხოვრებლით, ძირითადად სთავაზობენ საშიშ ადგილებს არადამაკმაყოფილებელი პირობებითა და დაუცველობის დიდი რისკით.

რჩევა N 1

  • თუ ვინმემ უკანონოდ შეზღუდა თქვენი თავისუფლება;
  • თუ დამსაქმებელმა ჩამოგართვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • თუ გახდით ძალადობის მსხვერპლი.

პირველ რიგში, დაუკავშირდით ადგილსამყოფელ სახელმწიფოში საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც ვალდებულია, დაიცვას თქვენი უფლებები და კანონიერი ინტერესები. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, თქვენ ლეგალურად იმყოფებით უცხო ქვეყანაში თუ არალეგალურად.

თუ თქვენ იმყოფებით ქვეყანაში, რომელშიც არ არის საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობა, მიმართეთ ადგილსამყოფელი ქვეყნის სამართალდამცავ ორგანოებს, ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს, მიგრანტთა ასოციაციებს, სათვისტომოს წარმომადგენლობას და/ან პროფკავშირებს. ასევე, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს სამუშაო საათებში: +995 322 945 050.

ასევე უნდა იცოდეთ რომ არალეგალურად დასაქმებული პირი არ ნიშნავს რომ უფლებოა საყურადღებოა რომ არალეგალურად დასქმებული პირი არალეგალურად მუშაობს მხოლოდ და მხოლოდ დამსაქმებლის გადწყვეტილებით და შესაბამისად ის არანაკლები კანონდამრღვევია :

რჩევა N 2

თუ ოჯახი ან ნებისმიერი სხვა ტიპის სამუშაოს დამკვეთი სადაც თქვენ მუშაობთ გაშანტაჟებთ, რომ გადაგცემთ სამართალდამცავებს , იცოდეთ ეს მასაც ძვირი დაუჯდება თუ თავად თქვენ შესაბამისად დაიცავთ თქვენს უფლებებს და დაადასტურებთ რომ დამსაქმებელი არა კანონმორჩილი პირი არამედ თავად არის კანონის დარღვევი. გახსოვდეთ რომ პირი რომელიც ასაქმებს არალეგოლარ მიგრანტს , სახელმწიფოს უმალავს გადასახადებს და ასევე ხელს უწყობს ე.წ ,,შავ” სამუშაოს – შესაბამისად ნებისმიერი სახელმწიფო შესაბამის პასუხისმგებლობას სწორედ მას აკისრებს და არა თქვენ.

რჩევა N 3

თუ გვეუბნებიან ბინადრობის და ლეგალური მუშაობის ნებართვის არ ქონის გამო არ გაქვთ და ევროპაში ტრადიციული წესით ე.წ. მეცამეტე ხელფასი ასევე ირღვევა თქვენი უფლებები და შეგიძლიათ მოითხოვოთ ის და მიიღოთ სრულიად კანონიერად.

რჩევა N 4
თუ თქვენ გაიძულებენ თქვენი ნების საწნააღმდეგოდ დღე-ღამეში გამუშავონ 24 საათი, იცოდეთ რომ ისინი არღვევენ თქვენს უფლებებს და შეგიზლიათ მათ ამის გამო პასუხი აგებინოთ!

რჩევა N5
თუ ოჯახში ხართ ოჯახის დამხმარედ და თქვენ არ გაჭმევენ საჭმელს, მაშინ უფლება გაქვთ მოითხოვოთ დამატებითი თანხა დაახლოებით 150 ევროს ფარგებში .

რჩევა N6

თუ თქვენი უფლებების დაცვა თავად არ შეგიძლიათ ენის ბარიერის ან ადგილობრივი კანონმდებლობის და სხვა ობიექტური მიზეზების გამო აუცილებლად გახდით რომელიმე ადგილობრივი სათვისტომო ორგანიზაციის წევრი და მოითხოვეთ მისი ხელმძღვანელობისგან თქვენს პრობლემებზე რეაგირება, ჩარიეთ ისინი და დაიცავით თქვენი უფლებები მათი დახმარებით.

რჩევა N7

აუცილებლად ეცადეთ მიძიოთ ინფორმაცია და არალეგალურად ყოფნის მიუხედავად შეიძინოთ კერძო სადაძღვევო კომპანიებისგან ჯანმრთელობის დაზღვევა .

რჩევა N8

და ბოლოს ნუ გადასცემთ თქვენს პასპორტს ან პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას; წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს პირობები. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები.