„საქართველოს 20% რუსეთის მიერ არის ოკუპირებული“ – ასეთი სტიკერებით გაიყიდება ქართული ღვინო ამერიკაში.
საუბარია, მარიამ იოსებიძის მიერ წარმოებულ ღვინო „თავკვერზე“, რომლის 300 ბოთლიც ამერიკაში სწორედ ამ წარწერით გაიყიდება. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ერთ-ერთი მომხმარებელი ავრცელებს.
„მაგარი ამბავი გვაქვს, O, MODA, MODA-ს ჩანთით შთაგონებულებმა გადავწყვიტეთ, რითაც შეგვიძლია გავაპროტესტოთ ოკუპაცია და მარიამის 300 ბოთლზე, რომელიც ამერიკაში უნდა გაიყიდოს საინფორმაციო სტიკერები მივაკარით! პ.ს. იმედია სხვებსაც შთავაგონებთ, რომ ვისაც რითი შეუძლია ოკუპაცია გააპროტესტონ,“-წერს მომხმარებელი „ფეისბუქის“ პირად გვერდზე.