საბერძნეთში ახალი საგრანტო პროექტების და დახმარებების პროგრამები დაიწყება, ამის შესახებ მას შემდგომ გახდა ცნობილი რაც ევროკავშირმა საბერძნეთს პანდემიის შემდგომი დახმარების ფონდიდან 72 მილიარდი ევრო ($82,38 მლრდ) გამოუყო.
„ჩვენ არ ვაპირებთ ამ მნიშვნელოვანი ევროპული კაპიტალის გაფლანგვას უპასუხისმგებლოდ… ჩვენ მას ყველა ბერძენის სასარგებლოდ გამოვიყენებთ“, – აღნიშნა პრემიერმა მიცოტაკიმ და აღნიშნა რომ თანხები ძალიან სწორად განაწილდება საბერძნეთში და ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად დაიგეგმება. – „დღეს ძალიან ამბიციური პასუხი გავეცით იმ სიმეტრიულ შოკს, რომელიც პანდემიამ ყველა ეკონომიკაში გამოიწვია“ – განაცხადა საბერძნეთის ლიდერმა.
აღსანიშნავია რომ ახალი ფინანსური დახმარებების პაკეტი მიგრანტებსაც შეეხებათ და მათ დასახმარებლად საბერძნეთის მთავრობა სისტემურ გეგმას დაამტკიცებს.