საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მუხრან გულაღაშვილის განცხადებით ,, საელჩოებს დავალებული აქვთ რეგულარულად შეხვდენენ დიასპორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რათა შემდგომში მოხდეს მათი განზოგადება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება.”
,, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად მუშაობს, რომ მაქსიმალურად უზრუნველყოს საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამემამულეების ჩართულობა ქვეყნის განვითარების პროცესში. საგარეო საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, ყველა საელჩოს დავალებული აქვს რეგულარულად შეხვდეს დიასპორის წარმომადგენლებს მათთვის მნიშვნელოვანი საკითხების განსახილველად, რათა შემდგომში მოხდეს მათი განზოგადება და საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. ჩვენ კვლავაც აქტიურად გავაგრძელებთ მუშაობას საკვირაო სკოლების მხარდაჭერის, დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის, საქართველოს ახალგაზრდა ელჩების, საზღვარგარეთ მოქმედი ქართული ფოლკლორული ანსამბლების დახმარების, საზღვარგარეთ მცხოვრები მოზარდების და ბავშვების საქართველოს ბანაკებში დასვენების და სხვა პროგრამებზე, ასევე, დიასპორასთან ურთიერთობის ერთიანი უნივერსალური საკომუნიკაციო პლატფორმის განვითარებაზე. პარტნიორ დონორ საერთაშორისო ორგანიზაციებთან ერთად, იგეგმება უცხოეთის სხვადასხვა ქვეყნის მიგრაციის კანონმდებლობის გზამკვლევების მომზადება და პრეზენტაცია ამ ქვეყნებში მყოფი დიასპორისთვის, ასევე დიასპორის ბიზნეს ფორუმები საქართველოს რეგიონებში და საკანონმდებლო ნორმატიული ბაზის განახლება. ”