ყურადღება:იურისტ პაატა სიმსივეს განცხადება საბერნეთში მცხოვრები ემიგრანტებისადმი

0
2661

საბერძნეთში მოღვაწე იურისტი პაატა სიმსივეს საბერნეთში მცხოვრები ემიგრანტებისადმი საყურადღებო განცხადებას ავრცელებს რომელსაც უცვლელად გთავაზობთ : ,, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ ისინი ვინც ვიზიტს(რანდევუს) არ ნიშნავთ გადავადებაზე. ყველას ვისაც ბინადრობის უფლებაზე (ადია დიამონზე) ვადა გაუვიდა ან მალე გასდის აუცილებლად უნდა დანიშნოთ რანდევუ თორემ შემდეგ შეიძლება ყველაფერი ძალიან ძალიან გართულდეს.

ნუ დაიმშვიდებთ თავს, რომ თქვენი ვადაგასული დიამონები 2020 წლის 31 დეკემბრამდე გადავადდა. ამ გადავადების აზრი ის იყო, რომ როგორც კი პლატფორმა ჩაირთვებოდა დაგენიშნათ რანდევუ და ჩაგებარებინათ გადავადებაზე.

ასევე ცნობისთვის ათენის ცენტრს (Αθηνών Α’) ვინც მიეკუთვნება იმათთვის 2020 წლის ყველა რანდევუ შევსებულია და ახლის ჩანიშვნა ვეღარ ხდება. სანამ სხვებზეც იგივე ვითარება შეიქმნება სჯობს რაც შიძლება მალე იმოქმედოთ. – განმარტავს საბერძნეთის საიმიგრააციო სამართლის სპეციალისტი და ემიგრანტების ცნობილი ადვოკატი.