2017 წლის 28 ნოემბერს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორული კვლევების წასახალისებლად გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესების ინიციატივა გაახმოვანა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი რეკომენდაცია მთავრობას გაუგზავნა განსახილველად.