ეს ვირუსი არ არის ისეთი საშიში, როგორც სოცქსელებში ვრცელდება” – რას წერს იტალიაში მოღვაწე ქართველი ექიმი

0
1043

იტა­ლი­ა­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი ექი­მი და­ვით მა­თი­აშ­ვი­ლი კო­რო­ნა­ვირუს­თან და­კავ­ში­რე­ბით სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში არ­სე­ბულ პა­ნი­კას ეხ­მა­უ­რე­ბა და ამ­ბობს, რომ “ეს ვირუ­სი არ არის ისე­თი სა­ში­შია”. მა­თი­აშ­ვი­ლი იტა­ლი­ა­ში, ლომ­ბარ­დი­ის რე­გი­ონ­ში, ქა­ლაქ ბერ­გა­მოს კლი­ნი­კა­ში მუ­შა­ობს, სა­დაც კო­რო­ნა­ვირუ­სით და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს მკურ­ნა­ლო­ბენ.

“რად­გან ამ პა­ნი­კის ეპი­ცენ­ტრში ვარ, ერთ სტა­ტუსს მი­ვუ­ძღვნი. ჩემს სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, 20 COVID-19-იანი პა­ცი­ენ­ტია. ყვე­ლა იზო­ლო­რე­ბუ­ლი, 3 ინ­ტუ­ბი­რე­ბუ­ლია რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში. 1 გარ­და­იც­ვა­ლა (გარ­დაც­ვლი­ლი მო­იყ­ვა­ნეს)

ყვე­ლა მძი­მე პა­ცი­ენ­ტი, მათ შო­რის გარ­დაც­ვლი­ლიც არის 80 წელს ზე­ვით, სხვა ასო­ცი­რე­ბუ­ლი კონ­დი­ცი­ე­ბით.

მოკ­ლედ, ადა­მი­ა­ნურ ენა­ზე, რომ ვთქვათ ეს ვირუ­სი არ არის ისე­თი სა­ში­ში, რო­გორც მე­დი­ა­ში და სოც ქსე­ლებ­ში ვრცელ­დე­ბა. არ და­ი­ხო­ცე­ბა ხალ­ხი ქუ­ჩა­ში და სამ­ყა­როს და­სას­რულს არ გა­მო­იწ­ვევს.იტა­ლი­ას, მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი უძ­ლი­ე­რე­სი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა აქვს და მაქ­სი­მა­ლურ ძა­ლის­ხმე­ვას დებს, რომ ვირუ­სის გავ­რცე­ლე­ბა შე­ა­ჩე­როს. ეს არის მი­ზე­ზი რა­ტო­მაც არ მუ­შა­ობს სკო­ლე­ბი, უნი­ვერ­სი­ტე­ტე­ბი, ამი­ტომ არ ტარ­დე­ბა სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩე­ბი და ზო­გა­დად სა­ზო­გა­დო­ე­ბის თავ­შეყ­რის ად­გი­ლე­ბი და­ხუ­რუ­ლია. ეს იმი­ტომ არ ხდე­ბა, რომ ყვე­ლა ავა­დაა და ვი­ხო­ცე­ბით. იმი­ტომ ხდე­ბა, რომ ამ ვირუ­სებ­მა არ მა­იღ­წი­ონ ისეთ ადა­მი­ა­ნე­ბამ­დე, რომ­ლებ­საც იმუნ­ტე­ტი ისე­დაც კომ­პრო­მი­ტი­რე­ბუ­ლი აქვთ.