ბერლინში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოში გაიმართა რუსთველის საზოგადოების ბერლინის წარმომადგენლობის გახსნის აღსანიშნავი ღონისძიება. საზოგადოების წარმომადგენლობა მიზნად ისახავს საქართველოსა და ქართული კულტურის პოპულარიზაციის ხელშეწყობას. გერმანიაში ვეფხისტყაოსნის და ზოგადად ქართული კულტურის კიდევ უფრო წარმოჩენასა და ცნობადობის გაზრდას.  tvpirveli.ge https://www.youtube.com/watch?time_continue=6&v=Ox_51bNJtUA
პოპულარული შვედური ტელეკომპანია SVT საქართველოს შესახებ სიუჟეტების ციკლს ამზადებს. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით შვედური ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფისთვის საქართველოში პრესუტრი მოეწყო. ჟურნალისტებმა თბილისი, ანანური, ყაზბეგი, გორი, მცხეთა, თელავი, ომალო და დართლო დაათვალიერეს. SVT-ის ჟურნალისტენი საქართველოს ტურისტული მიმართულების და ქვეყნის ისტორიისა და კულტურის შესახებ ოთხ რესპორტაჟს...
ჩინეთის ქალაქ უხანიდან წამოსული ახალი რესპირატორული ვირუსი უკვე მსოფლიოს ასზე მეტ ქვეყანაში გავრცელდა. დაინფიცირდა თითქმის 120 000 ადამიანი, 4000-ზე მეტი კი გარდაიცვალა. ბევრი ექსპერტი შიშობს, რომ უკვე სახეზე გვაქვს პანდემია. აღსანიშნავია, რომ ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა დიდი ნაწილი ჩინეთზე მოდის, მაგრამ ამჯერად, ეპიდემიამ ძლიერ იფეთქა სამხრეთ...
ფრანგული კომპანია Lactalis-ი ბავშვთა კვების პროდუქტებში – Celia-ში, Picot-სა და Milumel-ში სალმონელას ბაქტერია აღმოჩნდა. Lactalis-ი მომხმარებლებს მოუწოდებს, Celia-ს, Picot-ისა და Milumel-ის პროდუქცია არ გამოიყენონ. აღნიშნული პროდუქცია საქართველოშიც შემოდის. საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში აცხადებენ, რომ ბაზრიდან ფრანგული კომპანია Lactalis-ის პროდუქციის გამოთხოვის პროცესი მიმდინარეობს. მსხვილმა ქართულმა ფარმაცევტულმა კომპანიებმა კი, „სელიას“ რძის ფხვნილის რეალიზაცია შეწყვიტეს. წყარო 1tv.ge
ევროპის ყველაზე გლობალურმა საკალათბურთო პორტალმა Eurobasket.com-მა 2017 წელი შეაჯამა. საიტმა გამოავლინა საუკეთესო მოთამაშეები და ხუთეულები, სადაც ქართველი კალათბურთელი, თორნიკე შენგელია საკმაო დოზით ფიგურირებს. საუკეთესონი ევროპაში მოთამაშეთაგან 2017 წელს ევროპაში მოთამაშე საუკეთესო კალათბურთელად სერბი ბოგდან ბოგდანოვიჩი დასახელდა, რომელმაც ნაკრებს ევრობასკეტზე ვერცხლი მოუტანა, ხოლო “ფენერბაჰჩეს” – ევროლიგა მოაგებინა. იგი ამჟამად “საკრამენტოს” ღირსებას იცავს. ბოგდანოვიჩთან...
სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის სახელით. გვსურს გამოვეხმაუროთ ინიციატივას და ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტზე ერთიანი ტარიფის დაწესების მოთხოვნაზე. მიგვაჩნია, რომ საქმე გვაქვს მოქმედ კანონმდებლობაში ხარვეზთან, რომელიც განაპირობებს დისკრიმინაციულ მიდგომას, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საზღაურთან მიმართებით, რომელიც არსებითად განსხვავებულ პირობებში აყენებს საქართველოში მცხოვრებ პირებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულებს. ვფიქრობთ...
სამართლებრივ სახელმწიფოში კანონი არის უზენაესი და პირადად მე, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად, ვარ გარანტი, რომ ამ ქვეყანაში კანონზე მაღლა ვერავინ დადგება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 1tv.ge-ს სახელმწიფო შესყიდვებში უსამართლო პირობების არსებობასთან დაკავშირებით „უცნობის“ მიერ გაკეთებული განცხადების კომენტირებისას განუცხადა. პრემიერის შეფასებით, აღნიშნულ საკითხს მხოლოდ სამართლებრივი განზომილება აქვს და მსგავსი...
იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს სავარაუდოდ უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს, - განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პიერპაოლო სილერიმ. „კორონავირუსის გავრცელების ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ინფიცირების მრუდი ზევით მიდის, თუმცა უფრო ხაზოვანია“, - აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ. პიერპაოლო სილერის განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ...
14 იანვარს, ლონდონის მაცხოვრის შობის სახელობის ქართული საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდი ბრიტანელი მაყურებლის წინაშე პირველად  წარსდგა. მგალობლების სოლო კონცერტი დმანისისა და აგარაკ-ტაშირის, დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მთავარეპისკოპოსი ზენონის ლოცვა-კურთხევითა და ლონდონში არსებული ქართული ტაძრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ დოროთეს ინიციატივით ჩატარდა. ლონდონში გამართულ ღონისძიებას, როგორც დიდ ბრიტნეთში მცხოვრები ქართველები, ასევე მათი ბრიტანელი...
პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის,საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებულ სამართლებრივ შესაძლებლობა-შეღავათებს მოქმედების ვადა უახლოეს პერიოდში ეწურება.დისაპორის კომიტეტის თავმჯდომარეს განცხადების თანახმად  კონსულტაციები შესაბამის სამთავრობო უწყებებთან გაიმართა და ვადის გადაწევის საკითხი შეთანხმებულია. საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებით უფლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი შესაძლებლობები 2020 წლის 31 დეკემბრამდე გაგრძელდება. კერძოდ, ეს საქართველოს...