იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს სავარაუდოდ უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს

0
1292

იტალიაში კორონავირუსის ეპიდემია პიკს სავარაუდოდ უახლოეს 7-10 დღეში მიაღწევს, – განაცხადა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, პიერპაოლო სილერიმ.

„კორონავირუსის გავრცელების ეპიდემიოლოგიური მონაცემების თანახმად, ინფიცირების მრუდი ზევით მიდის, თუმცა უფრო ხაზოვანია“, – აღნიშნა იტალიის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ.

პიერპაოლო სილერის განმარტებით, ამ მონაცემებზე დაყრდნობით, სავარაუდოა, რომ პიკი 7-10 დღეშია მოსალოდნელი.

„მონაცემები ცხადყოფს, რომ ინფიცირების ახალი შემთხვევების რიცხვი არ იზრდება, თუმცა დადებითი ტესტების რაოდენობა ჯერ კიდევ მაღალია, რაც ამ დღეების განმავლობაში გაკეთებული ტესტების რაოდენობის ზრდას უკავშირდება“, – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.

ბოლო მონაცემებით, იტალიაში კორონავირუსით ინფიცირების 97 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა, 13 ათასზე მეტი ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 10 779 გარდაიცვალა.წყარო .imedi.ge