სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაციის სახელით.
გვსურს გამოვეხმაუროთ ინიციატივას და ჩვენი მხარდაჭერა გამოვხატოთ საქართველოს მოქალაქის პასპორტზე ერთიანი ტარიფის დაწესების მოთხოვნაზე.
მიგვაჩნია, რომ საქმე გვაქვს მოქმედ კანონმდებლობაში ხარვეზთან, რომელიც განაპირობებს დისკრიმინაციულ მიდგომას, კერძოდ, საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის საზღაურთან მიმართებით, რომელიც არსებითად განსხვავებულ პირობებში აყენებს საქართველოში მცხოვრებ პირებს და საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს თანამემამულებს.
ვფიქრობთ დაუშვებულია ქართული პასპორტის ღირებულება იყოს განსხავავებული საქართველოს მოქალაქებისთვის .
ამასთან გვსურს მოვუწოდოთ, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში დაარსებულ ახალგაზრუდულ დიასპორულ ორგანიზაციებს, საინიცივატიო ჯუფებს მათ ხელმძღვანელებს და წევრებს აქტიურად დაუჭირონ მხარი აღნიშნულ ინიციატივას და ერთობლივად დავიცვათ ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების კონსტიტუციური და სამოქალაქო უფლება!
ძალა ერთობაშია!
პატივისცემით სტუდენტთა და ახალგაზრდობის
ბერძნულ -ქართული ასოციაცის სახელით
ლიკა ჯანელიძე.