2018 წლის 1 თებერვალს ქ. ბრიუსელში საქართველოს საელჩოში გაიმართა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ზვიად გონაძის შეხვედრა ბელგიაში არსებული დიასპორული ორგანიზაციების, საკვირაო სკოლების, ქორეოგრაფიული ანსამბლების, თეატრალური დასების და ფოლკლორული ანსამბლების ხელმძღვანელებთან. შეხვედრაზე განხილულ იქნა დიასპორის წინაშე მდგარი პრობლემები, მათი გადაჭრის მექანიზმები ასევე, მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები.
 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების Facebook პლატფორმებზე, 2020 წლის 28 სექტემბრიდან გაიმართება ონლაინ ვიდეო კონსულტაციები საზღვარგარეთ მცხოვრები ან მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.  საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წესის, პროცედურის, ვადების და არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველთა შეკითხვებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების წარმომადგენლები უპასუხებენ.
დიასპორისა და კავკასიის კომიტეტის ორგანიზებით, პარლამენტში კონფერენცია „ქალი და მიგრაცია“ გაიმართა. ღონისძიება მიეძღვნა პროექტს „წარმატებული ემიგრანტი ქალი“, რომელსაც უკვე მესამე წელია, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მხარდაჭერით, ორგანიზაცია „მე დავბრუნდები“ ახორციელებს. პროექტის მიზანია ქართულ ემიგრაციასთან კონტაქტების გაღრმავება და უცხოეთში მოღვაწე ჩვენი თანამემამულე ქალბატონების ღვაწლის დაფასება. კომიტეტის თავმჯდომარე, ზვიად კვაჭანტირაძე კონფერენციის...
ჯორჯთაუნის პროფესორის და წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილის ელჩ ჯონ ჰეფერნის მოწვევით, საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს, უკრაინისა და რეგიონალურ გეოპოლიტიკაზე ისაუბრეს ჯორჯთაუნი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამ თემაზე გამართულ ლექციაზე.
„ვიზალიბერალიზაცია გადახედვას არ ექვემდებარება, ის ერთადერთი სწორი გადაწყვეტილებაა, – განაცხადა გერმანიის მთავრობის კოორდინატორმა რუსეთის, ცენტრალური აზიისა და „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ ქვეყნების საკითხებში, ბუნდესტაგის წევრმა დირკ ვიზემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას. „შემიძლია გითხრათ, როგორც გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, როგორც ფედერალური მთავრობის წარმომადგენელმა. ბოროტად გამოყენების არაერთი ფაქტის მიუხედავად, ეს არის...
ქვეყნის ყველა სკოლა ორი კვირით დახურულია, ჯანმრთელობის დაცვის მინისტრის ვასილისის კიკილიას განცხადებით როგორც ქ-ნი ქიქილიასმა აღნიშნა, სკოლები პრევენციული მიზეზების გამო დარჩება დაკეტილი ორი კვირის განმავლობაში, რათა თავიდან აიცილონ ვირუსის გავრცელება.
33 წლის ნიკო ავალიანის აპლიკაციას, რომელიც მან ამერიკის შეერთებულ შტატებში შექმნა, უკვე 3 000-მდე მომხმარებელი ჰყავს, მათ შორის 500-მდე საქართველოდან. ნიკო 4 წელია ნიუ-იორკში ცხოვრობს, ჩართულია ავტოგადაზიდვის ბიზნესში და შესწავლილი აქვს ამერიკული აუქციონების ბიზნესი, სწორედ აქედან დაიბადა IOS-ის აპლიკაცია GOFORIT-ის შექმნის იდეაც. აპლიკაცია მათთვის შეიქმნა, ვისაც მეორადი ავტომობილის შეძენა სურს.აპლიკაცია...
კორეის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და ქვეყნის წამყვან ავიაკომპანია “Korean Air”-თან აფილირებულ ტურისტულ სააგენტოს Hanjin Travel-ს შორის ბოლო თვეებში გატარებული სამუშაოებისა და მიღებული გადაწყვეტილების შედეგად, პირველად საქართველოსა და კორეის რესპუბლიკის ორმხრივი ურთიერთობების ისტორიაში, მიმდინარე წლის 17, 24 და 31 მაისს, შესრულდება პირდაპირი ჩარტერული რეისები სეული-თბილისის მიმართულებით. აღნიშნული პროექტის საშუალებით, საქართველოს...
​ომბუდსმენის თანამდებობა 5-წლის ვადით ნინო ლომჯარიამ დაიკავა, რომელიც პარლამენტს უმრავლესობაში შემავალმა ფრაქციებმა შესთავაზეს.  სახალხო დამცველის პოსტზე საკუთარი კანდიდატურა პარლამენტს ფრაქციამ ”საქართველოს პატრიოტები” შესთავაზა. მათი მხრიდან წარდგენილ გიორგი ფოფხაძეს 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.  გიორგი ფოფხაძის კანდიდატურის წინააღმდეგ 27-მა დეპუტატმა მისცა ხმა.
გერმანიასა და ავსტრიაში კაფე-ბარებსა თუ რესტორნებში სტუმრობისას კლიენტებმა პორტიეს სახელი და გვარი უნდა მიუთითონ. ერთგვარი აღრიცხვის სახით, რომ იყოს ცნობილი ვინ სად მდებარეობდა, კლასტერების დადგენისთვის. ევროპელები ამას აპროტესტებენ და გმობენ რადგან, ფიქრობენ რომ ეს არის პერსონალური მონაცემების გასაჯაროება და დარღვევა.რესტორნის და კაფე-ბარების თანამშრომლებს ...