მოემზადეთ! 28 სექტემბრიდან საკონსულო დაწესებულებების წარმომადგენლები ემიგრანტების კითხვებს უპასუხებენ

0
1286

 საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების და საკონსულო დაწესებულებების Facebook პლატფორმებზე, 2020 წლის 28 სექტემბრიდან გაიმართება ონლაინ ვიდეო კონსულტაციები საზღვარგარეთ მცხოვრები ან მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის.

 საკონსულო აღრიცხვაზე დადგომის წესის, პროცედურის, ვადების და არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩეველთა შეკითხვებს საქართველოს საკონსულო დაწესებულებების წარმომადგენლები უპასუხებენ.

 საქართველოს საელჩოების Facebook გვერდებზე პირდაპირი ჩართვების განრიგი (ადგილსამყოფელი ქვეყნის დროით):

 28 სექტემბერი

დიდი ბრიტანეთი 16:00
ირლანდია 17:00
პორტუგალიის რესპუბლიკა 17:00
ნიდერლანდების სამეფო 17:00
დანიის სამეფო 17:00
ავსტრიის რესპუბლიკა 17:00
ესტონეთის რესპუბლიკა 11:00
ბელგიის სამეფო 17:00
შვედეთის სამეფო 17:00

 29 სექტემბერი

აშშ – ქ. ვაშინგტონი 15:00
იტალია – ქ. რომი 11:00
ესპანეთის სამეფო – ქ. მადრიდი 17:00
ჩეხეთის რესპუბლიკა 17:00
გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა – ქ. მაინის ფრანკფურტი 17:00
ბულგარეთი 12:00
საბერძნეთი – ქ. ათენი 16:00

 30 სექტემბერი

უზბეკეთის რესპუბლიკა 17:00
შვეიცარიის კონფედერაცია 19:00
საფრანგეთი 17:30
უკრაინა – ქ. კიევი 17:00