მიმდანარე წლის 29 სექტემბერს, საქართველოს მთავრობის ძალისხმევით ათენიდან სპეციალური ჩარტერიული რეისით საქართველოს 150-მდე მოქალაქე ნებაყოფლობით დაბრუნების პროგრამის ფარგლებში სამშობლოში დაბრუნდნენ.
საბერძნეთში პანდემიის პერიოდიდან ჩარჩენილი ქართველი ემიგრანტების ნაწილი სამშობლოში სახსრების უქონლობის გამო ვერ ბრუნდებოდნენ ნაწილი კი გაუქმებული რეისების გამო,ვინაიდან მათ რეგურალურ ფრენებზე ბილეთები ჰქონდა შეძენილი, საქართველოში დაბრუნებას ვერ ახერხებდნენ.
მგზავრებს შორის ასევე ოჯახებით მყოფი ის მოქალაქეებიც იყვნენ რომლებსაც საცხოვრებელთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნათ და ვეღარ აერხებდნე საბერძნეთში დასაქმებას.
შეგახსენებთ რომ აღნიშნული პროგრამა 2003 წლიდან დახმარებას უწევს ევროკავშირის ქვეყნებში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, რომელთაც სურთ სამშობლოში ნებაყოფლობით დაბრუნება. პროგრამის მონაწილეები კი არიან თავშესაფრის მაძიებლები, რომლებსაც უარი ეთქვათ განაცხადების დაკმაყოფილებაზე და არალეგალურად მყოფი მიგრანტები.
გასულ 2019 წელს აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საბერძნეთის რესპუბლიკიდან სამშობლოში 761 საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა.