ყურადღება!ქ. ბარსელონაში დადასტურდა კორონავირუსის ერთი შემთხვევა. ახალგაზრდა ქალბატონი მოთავსებულია „ჰოსპიტალ კლინიკ“-ში. შემოწმებულია ყველა, ვისაც ქალბატონთან კონტაქტი ჰქონდა. ისინი ჯანმრთელები არიან, თუმცა 14 დღე უნდა დაჰყონ იზოლირებულად სახლებში.კატალონიის ჯანდაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, პირებმა, რომელთაც აღენიშნებათ კორონავირუსისათვის დამახასიათებელი სიმპტომები, სასწრაფოში მისვლამდე უნდა დარეკონ ნომერზე 061.
ბერძენმა სამართალდამცველებმა საბერძნეთისა და თურქეთის საზღვარზე მიგრანტების წინააღმდეგ ცრელმსადენი აირი გამოიყენეს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
პოლიციის მიერ სპეცტექნიკის გამოყენების მიზეზი საზღვართან დიდი რაოდენობით მიგრანტების მისვლა იყო, რომლებიც ევროპის ტერიტორიაზე შეღწევას ცდილობენ.
მიგრანტების დიდი ნაკადის გამო საბერძნეთმა სასაზღვრო პატრულირება გააძლიერა. საზღვარზე...
რატომ ღირს ქართული პასპორტი სხვადასხვა ფასი საქართველოს მოქალაქეებისთვის რატომ, ახდევინებენ საზღვარგარეთ ოჯახების სარჩენად წასულ ემიგრანტებს ბევრად მეტს, ვიდრე იმ მოქალაქეებს, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ცხოვრობენ. ქართული დიასპორა საკონსულოებში პასპორტების ფასს აპროტესტებს. ისინი არათანაბარ პირობებზე და კონსტიტუციის დარღვევაზე. სად მიდის საბუთში გადახდილი ფული და რატომ არ აქვთ პასუხი საელჩოებს. Iberia TVის სიუჟეტი.
https://www.facebook.com/georgians.gr/videos/1073239112824987/
წყარო:georgians.gr
რადიო თავისუფლების გადაცემა ,,პერსპექტივაში" ოქროპირ რუხაძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოში ცხოვრობენ. ამჟერად შინ -უცხოეთში ჯაბა გეგეშიძეს ეწვია, პრაღის ნაციონალური დრამისა და ოპერის თეატრის დასის მომღერალმა კი ჩეხეთის დედაქალაქში, მდინარეზე, ნავში იმღერა. კლასიკური მუსიკის ქალაქში ქართული ჰანგები წყალზე აჟღერდა. იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=GHUCoXJpwWw
უცხოეთში მცხოვრებო ქართველებო თქვენს გარეშე საქართველოს ფასი არა აქვს- ეს განცხადება საქართველოს პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ დღეს საქართველოს პარლამენტში აშშ-ის ნიუ ჯერსის შტატში, წმინდა გიორგი ხანძთელის ეკლესიასთან არსებულ ბავშვთა ქართულ ქორეოგრაფიულ ანსამბლ „იბერიელების" წევრებთან შეხვედრისას გააკეთა. ზვიად კვაჭანტირაძემ და კომიტეტის წევრებმა სვეტლანა კუდბამ, ირაკლი მეზურნიშვილმა,შოთა შალელაშვილმა ანსამბლის წევრებსა და მის ხელმძღვანელს საქართველოს პარლამენტის...
თუ საზღვარგარეთ წასვლას აპირებთ, გამგზავრებამდე აუცილებლად შეამოწმეთ შემოთავაზებული სასწავლო პროგრამისა თუ სამუშაოს ნამდვილობა და მიიღეთ უსაფრთხოების ზომები. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ უცხო ქვეყანაში არალეგალურად გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული. ამის შესახებ მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
როგორც კომისიაში განმარატვენ, აუცილებელია მოქალაქემ გადაამოწმოს ორგანიზაციები, რომლებიც მას...
ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, არამედ მოწინააღმდეგეებიც. მათ დარბაზში შესვლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ხმაურით წარიმართა. კონგრესის სასახლის შესასვლელში დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მისამართით გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც მათი ნაწილი ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ.
ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით...
ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობას ლგბტქი+ ადამიანები თითქმის ყოველ ნაბიჯზე ეჩეხებიან პირისპირ - საერთაშორისო ორგანიზაციები მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობით დაუშვებელია საქართველოს მოქალაქეთა დისკრიმინაცია სხვადასხვა, მათ შორის, სექსუალური ნიშნით, “ლგბტქი+ ადამიანები (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსექსუალი, ქვიარი, ინტერსექსი) პირისპირ ეჯახებიან დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას და ფიზიკურ შეურაცხყოფას, რაც არღვევს მათ უფლებებს, ლაღავს ღირსებას...
მადრიდში ქართველ სასულიერო პირს კორონავირუსი დაუდგინდა.
არქიმანდრიტ პიროს გოცირიძეს ვირუსის სიმპტომები 10 დღის წინ გამოუვლინდა, თუმცა მისი დაინფიცირების წყარო უცნობია.
სასულიერო პირი "ფორმულასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ქვეყანაში ინფექციის გავრცელების გამო, ეკლესია ერთი თვის წინ დაიხურა და ონლაინ ლოცვებზე გადავიდა. ამ დროისთვის არქიმანდრიტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
https://www.youtube.com/watch?v=krCk6Nk5NQg
საბერძნეთში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს პოლიციის ატაშეს და საბერძნეთის პოლიციის ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, დაკავებულია ქართული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
„ქართველი სამართალდამცველები კვლავ აქტიურად თანამშრომლობენ ევროპელ კოლეგებთან სპეციალური ოპერაციების მომზადების, განხორციელების...





























