დადგენილია იმ არსების ვინაობა, ვინც გუშინ ლიეჟში მისულ ქართველ მიგრანტებს აირი შეასხა

0
3005

ლიეჟში ჩავიდნენ არა მხოლოდ  ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები, არამედ მოწინააღმდეგეებიც. მათ დარბაზში შესვლა სურდათ, თუმცა ამის საშუალება არ მიეცათ.ბელგიის ქალაქ ლიეჟში ემიგრანტებთან მიხეილ სააკაშვილის შეხვედრა ხმაურით წარიმართა. კონგრესის სასახლის შესასვლელში დაპირისპირებაც მოხდა, რა დროსაც სააკაშვილის მოწინააღმდეგეების მისამართით გაურკვეველი ნივთიერება გაუშვეს, რის გამოც მათი ნაწილი ცუდად გახდა და სამედიცინო დახმარებაც დასჭირდათ.

ლიეჟში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში ფოტოები ვრცელდება. ვინ გამოიყენა წიწაკის სპრეი მიხეილ საააკაშვილის წინააღმდეგ შეკრებილი ემიგრანტების მიმართ? როგორც სოციალურ ქსელში იწერება, ეს ზურა ავალიშვილია, რომელიც ყოფილი სპეცრაზმელი და ნაციონალური მოძრაობის აქტივისტი გახლავთ.  ის თელეთის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატიც იყო პარტია “ნაციონალური მოძრაობიდან”,  ახლა კი სტრასბურგში ცხოვრობს.

ვიდეოკადრებით ზუსტად დადგენილია იმ არსების ვინაობა, ვინც გუშინ ლიეჟში სააკაშვილის მიერ მოწყობილი  ,,გრანდიოზული შეკრების” გასაპროტესტებლად მისულ ქართველ მიგრანტებს მომწამვლელი აირი შეასხა!
ეს არის სააკაშვილის ზონდერ-სპეცრაზმელი, აქტიური ნაცი, ვინმე ზურაბ ავალიშვილი!
ის ამჟამად სტრასბურგში ცხოვრობს.

წიწაკის სპრეის გამოყენების ფაქტით ბელგიის პოლიცია დაინტერესდა. შემთხვევა გუშინ იმ დროს მოხდა, როცა კონგრესების სასახლეში, ყოფილი პრეზიდენტის ორგანიზებით, ემიგრანტებთან შეხვედრა იწყებოდა.

რაც შეეხება დარბაზში განვითარებულ პროცესებს. მიხეილ სააკაშვილმა მოქმედი ხელისუფლება ყველა მიმართულებით გააკრიტიკა, თქვა რომ ახლა საქართველოში მის დასაბრუნებლად სიტუაცია მზად არ არის, თუმცა მან და მისმა მხარდამჭერებმა   „ეს სიტუაცია უნდა მოამზადონ“. შეხვედრის დროს,