წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბროლაურში მოსახლეობას შეხვდა,სადაც კვლავ შეეხო ემიგრაციის თემას და განაცხადა : ,,მინდა, მივხედო საკითხს, რომელიც ყველას ძალიან გვაწუხებს, ეს არის ემიგრანტების საკითხი. არის ადგილები, მაგალითად, მესტიასა და ყაზბეგში, სადაც ტურიზმის განვითარებამ ახალგაზრდები რეგიონში დააბრუნა და სარგებლობენ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ბიზნესპროგრამებით. იმედი მაქვს, სხვა...
"ევროპარლამენტში ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის შეხვედრა ძალიან მნიშვნელოვანი ფორმატია, სადაც ევროპელ პარლამენტარებთან ერთად, საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი, გამოწვევები და შემდგომი ნაბიჯები განიხილება" – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით განაცხადა, რომელიც გუშინ ევროპარლამენტში გაიმართა.
„განხილული იქნა საქართველოს პროგრესი და ძალიან მნიშვნელოვანია ის შეფასებები, რომელიც მოვისმინეთ, საქართველო...
საბერძნეთში სტუდენტთა და ახალგაზრდობის ბერძნულ-ქართული ასოციაცია, პორტალ Diaspora.ge-სთან თანამშრომლობით საბერძნეთში საბერძნეთის საელჩოს მხარდაჭერით ახალ საგანმანეთლებლო პროექტს იწყებს . პროექტი რომლის სახელწოდებაც არის ,,საქართველო და ევროპა“ მიზნად ისახავს ევროპული ფასეულობების მხარდაჭერას და მასში ახალგაზრდების თანამონაწილეობას - ნათქვამია ასოციაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში.
განცხადების თანახმად პროექტის ფარგლებში საკონკურსო წესით,ევროპისა და საქართველოს ურთიერთობების, ევროპული ფასეულობების,...
4.05.2018 ქ. თბილისი - საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლის იუბილის ფარგლებში, 27-28 მაისს ქართული დიასპორის დღესთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო სხვადასხვა ღონისძიებებს გეგმავს.
27 მაისს, ქ. თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ გაიხსნება დიასპორის ფორუმი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოსა და დიასპორას შორის კავშირებისა და თანამშრომლობის გაღრმავებას, საქართველოს სახელმწიფოს მიერ ქართული დიასპორის...
ხმა მიეცი საქართველოს წარმომადგენელს, ოთო ნემსაძეს ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე
🎥 ხმის მისაცემად, 14 მაისს უნდა უყუროთ ევროვიზიის პირველ ნახევარფინალს იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც იმყოფებით
➡ ოთო ნემსაძე ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე მე-11 ნომრად გამოვა და შეასრულებს სიმღერას „სულ წინ იარე“
#ევროვიზია2019 #ოთონემსაძე #სულწინიარე
2017 წლის მარტიდან საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ უვიზო მიმოსვლით შენგენის ზონის ქვეყნებში. უვიზო მიმოსვლა მხოლოდ მოკლევადიან ვიზიტებსგულისხმობს, კერძოდ - 90 დღეს ნებისმიერი 180 დღის განმავლობაში. შენგენის ქვეყნებში უწყვეტად 90 დღის პერიოდით ყოფნის შემდეგ, საქართველოს მოქალაქემ უნდადატოვოს ამ ქვეყნის ტერიტორია. შენგენის სივრცეში მომდევნო შესვლა შესაძლებელია მომდევნო 90 დღის (ჯამში 180 დღე) გასვლის შემდეგ.
მოკლევადიანი ვიზიტი შესაძლებელია განხორციელდეს სხვადასხვა მიზნით: ტურისტული,ოჯახის წევრების/ახლობლების მონახულება, ბიზნეს-შეხვედრები, მოკლევადიანი სასწავლო და გაცვლითი პროგრამები /ტრენინგი, კურსები, კულტურულ ან სამეცნიერო ღონისძიებებში მონაწილეობა და სხვა. ნებისმიერი ასეთი ვიზიტისხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 90 დღეს.უვიზო რეჟიმი არ შეეხება გრძელვადიან ვიზიტებს განათლების მიღების, მუშაობის ანსხვა მიზნით. უვიზო მიმოსვლის შეჩერების საკითხი ამჟამად არ განიხილება, თუმცა უვიზო მიმოსვლის რეჟიმის წესების დარღვევისა და თავშესაფრის პროცედურებით ბოროტადსარგებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, ეს საკითხი წამოიჭრას. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა აირჩიონ მხოლოდ კანონიერი გზა ევროპაშიგასამგზავრებლად და არ გამოიყენონ თავშესაფრის პროცედურები არაკანონიერი მიზნებისთვის. საქართველომ რთული და გრძელი გზა გაიარა, რათა ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის უფლება მოეპოვებინათ. ეს საერთო მონაპოვარია, რომელსაც ერთად უნდა გავუფრთხილდეთ".
ლა სკალას აკადემიის 2018/2020 წლის სასწავლო კურსის გამარჯვებულ 8 სტუდენტს შორის ორი ქართველია. ვულოცავთ გიორგი წამალაშვილს და ცისანა გიორგაძეს! ბევრჯერ გვეამაყოს თქვენი წარმატებით მსოფლიოს საოპერო თეატრების სცენებზე.
2018 წლის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებზე, ესტონეთის რესპუბლიკაში მაცხოვრებელი საქართველოს მოქალაქე ამომრჩევლების რჩეული ახალი პოლიტიკური ცენტრ ,,გირჩის" ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე გახდა, რომელიც ლიბერალური ნარკოპოლიტიკის და კანაფის მოხმარების დეკრიმინალიზაციის აქტიური მხარდამჭერი და ინიციატორია.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ზურა ჯაფარიძემ უცხოეთში არსებული უცხოეთის უბნებიდან ესტონეთის N19 საარჩევნო უბნის მოგება 34 ხმით შეძლო და კონკურენტები დაამარცხა....
გაიცანით მუსიკოსი, კლარნეტისტი ლევან ცხადაძე, რომელიც უკვე 13 წელია ოჯახთან ერთად ამსტერდამის შუაგულში ცხოვრობს და მან ჰოლანდიაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პროფესია შეიძინა.
თუ ამსტერდამში მოხვდებით აუცილებლად შეიარეთ რესტორანში “ბატონი ხინკალი” და ხინკალთან ერთად, ვაიფაის პაროლი იკითხეთ.
უყურეთ მთლიან ინტერვიუს:
https://www.facebook.com/MOVEMENTTV/videos/374232989653307/
წყარო: The Movement TV
ვენესუელის დროებითი ხელისუფლება ჩვენ სეპარატისტთა აღიარების უკან გაწვევას აპირებს.
The interim authorities of Venezuela intend to withdraw recognition of Abkhazia & South Ossetia, Guaido's envoy Gustavo Tarre said in Washington DC adding that the new government is not going to continue Maduro's administration's policies & isn't afraid of Russia
ვენესუელის ახალი...

































