რადიო თავისუფლების გადაცემა ,,პერსპექტივაში" ოქროპირ რუხაძე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან წარმოგიდგენთ ადამიანებს, რომლებიც სამშობლოდან შორს, მაგრამ მაინც სამშობლოში ცხოვრობენ. ამჟერად შინ -უცხოეთში ჯაბა გეგეშიძეს ეწვია, პრაღის ნაციონალური დრამისა და ოპერის თეატრის დასის მომღერალმა კი ჩეხეთის დედაქალაქში, მდინარეზე, ნავში იმღერა. კლასიკური მუსიკის ქალაქში ქართული ჰანგები წყალზე აჟღერდა. იხილეთ ვიდეო:
https://www.youtube.com/watch?time_continue=2&v=GHUCoXJpwWw
დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ და განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ჯაშმააზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართეს.
სამუშაო შეხვედრაზე, რომელსაც კომიტეტების თავმჯდომარეებთან ერთად, დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე სალომე ზურაბიშვილი, კომიტეტის წევრი, მარნეულის მაჟორიტარი დეპუტატი თამაზ ნავერიანი და პარლამენტის წევრი სიმონ ნოზაძე ესწრებოდნენ, მხარეებმა აზერბაიჯანის ქართული ისტორიული დიასპორის პრობლემატიკა განიხილეს. საუბარი ქალაქ...
გორი ერთ-ერთ ბერძნულ ქალაქს დაუძმობილდება - აღნიშნული ინიციატივა გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელსა და გორის მუნიციპალიტეტის მერს შორის შეხვედრის შემდგომ იქნა მიღებული. გორის მუნიციპალიტეტის მერიის განცხადებით : ,, გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელს ავთანდილ გიუნაშვილს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო გორის მუნიციპალიტეტს, საბერძნეთსა და...
ათენში სოტირიას კლინიკაში მწვავე პნევმონიის დიაგნოზით მყოფი ემიგრანტის ო.მ. -ს ახლობლები საქართველოს ხელისუფლებისგან თანადგომას ითხოვენ.
როგორც ახლობლებმა ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრში სატელეფონო ზარის დროს განაცხადეს მათ უკვე მიმართეს ათენში საქართველოს საკონსულოს ცხელ ხაზზე და ამ დრომდე 1958...
ისრაელში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, ქ. ლოდში, ქართულმა
საკვირაო სკოლამ ფუნქციონირება დაიწყო.- ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. , როგორც სამინისტრო იტყობინება :
პირველი გაკვეთილის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ისრაელში პაატა კალანდაძემ და დიასპორული ორგანიზაციის „მამულის“ ხელმძღვანელმა ირაკლი კილაძემ.
საქართველოს ელჩმა ისაუბრა ქართულ-ებრაულ მჭიდრო მეგობრულ ურთიერთობებზე, რასაც საფუძვლად უდევს მრავალსაუკუნოვანი...
ათენის ქართველ მიგრანტთა საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელმა ავთანდილ გიუნაშვილმა ტელეკომპანია იბერიას ეთერში უცხოეთში მყოფი საქართველოს დიპლომატიური კორპუსის თანამშრომლების უმოქმედობაზე ისაუბრა და განაცხადა რომ მათ ემიგრანტების პრობლემები არ იციან, ვინაიდან არ აინტერესებთ და არ აწარმოებენ მათთან პრობლემურ საკითხზე შეხვედრებს. მისი თქმით დიასპორულ ორგაიზაციაში, რომელსაც თავად ხელმძღვანელობს ელჩი მხოლოდ ერთხელ, საგარეო საქმეთა...
აშშ-ში მომუშავე ქართველი ექიმი, ზურაბ გურული წერს, რატომ არ სურს საქართველოში სამედიცინო პრაქტიკა. ზურაბ გურული პოლიტიკურ პარალელს ავლებს საკუთარ სტატუსში და აღნიშნავს: „ძალიან ხშირად მეკითხებიან საჯაროდ, თუ რატომ არ მსურს საქართველოში კლინიკურ საქმიანობაში მონაწილეობა, მიუხედავად იმისა, რომ 2011 წელს, საქართველოს მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს მაშინდელი ხელმძღვანელობის ძალისხმევით, ამერიკასა და...
28 აპრილს ქალაქ ბარსელონაში DafilmFestival -ზე გაიმართა "დედე"ს პირველი ჩვენება ესპანელ მაყურებლისთვის .
ჩვენებას მარიამ ხაჭვანი ესწრებოდა და მაყურებელს გაესაუბრა."დედე" რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. კინოსურათი სვან გოგოზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.
დედეს გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა.
30 აპრილს 22:00 საათზე ფილმის მეორე...
,, კანონპროექტი, რომელიც პარლამენტს წარედგინა, ეს არის დიდი უზნეობა და უსამართლობა და იმედი მაქვს ოთხივე საპარლამენტო ძალა, ამ ე.წ. კანონის პროექტს თავზე გადაახევს მის ავტორს ვინც არ უნდა იყოს ის და თუ ამას არ გააკეთებს ეს საპარლამენტო ძალები გავაკეთებ მე ემიგრანტებთან ერთად ! - აცხადებს ემიგრაციისა და დიასპორის საინიციატივო ჯგუფის...
,, საკითხი რაც აუცილებლად საჭიროებს ხელშეწყობას, ესაა დიასპორისათვის ქართული კულტურის და ენის ცენტრების შექმნა. სამწუხარო რეალობაა და ამაზე თითქმის არავინ საუბრობს საჯაროდ: აქ დაბადებული, ან გაზრდილი ქართველი ბავშვების სრული უმეტესობა ვერ, ან არასრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, არ იციან ქართული წერა-კითხვა. მიმდინარეობს მათი სრული ასიმილაცია. რაოდენ სამწუხაროა, რომ ემიგრაციაში გაზრდილ პირველივე...

































