ასოციაცია A.I.S. დეკემბრის ბოლოს იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართულ საკვირაო სკოლას გახსნის

0
1434

სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში ქართული საკვირაო სკოლა გაიხსნება. – ამ სასიხარულო ამბის შესახებ DIASPORA.GE -ს იტალიის ქალაქ ბარიში მოქმედი ასოციაცია A.I.S.-დან აცნობეს.

ასოცაციის დამფუძნებლის ნინა რურუას თქმით:,,  სულ მალე იტალიის ქალაქ ნეაპოლში გაიხსნება ბარის პირველი ქართული საკვირაო სკოლა აისის ფილიალი. ჩვენი მიზანია შეიქმნას ერთიანი, ძლიერი და პროფესიონალებით დაკომპლექტებული დიასპორული ცენტრი რომელსაც წარმომადგენლობები ეყოლება იტალიის იმ ქალაქებში სადაც პროცენტულად დიდია ქართველ ემიგრანტთა რაოდენობა. ამიტომ სულ მალე ნეაპოლში,ნეაპოლელი ემიგრანტების თხოვნით ოფიციალურად ვხსნით ასოციაცია A.I.S. -ის და ქართული საკვირაო სკოლის ფილიალს.

თითქმის გადაწყვეტილია რომ უკვე 23 დეკემბერს ქართული საკვირაო სკოლა უმასპინძლებს ნეაპოლელში მცხოვრებ ქართველ ემიგრანტ ბავშვებს.” – განაცხადა ჩვენთან საუბარში ამ შესანიშნავი საქმის ინიციატორმა და სულისჩამდგმელმა ნინა რურუამ.