ოლია ჰერკულესის „კავკასია - კულინარიული მოგზაურობა საქართველოსა და აზერბაიჯანში“ გერმანულ ენაზე გამოიცა გამომცემლობის Knesebeck Verlag მიერ. ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
წიგნი Amazon-ზე 30 ევროდ იყიდება.
33 წლის მზარეულმა რამდენიმე წლის წინ დაიწყო ქართული კულინარიის შესწავლა. 2016 წელს The Wall Street Journal-მა ვრცელი სტატია მიუძღვნა ახალგაზრდა უკრაინელ კულინარს, რომელიც დიდ ბრიტანეთს ქართულ კერძებს აცნობდა.
„საქართველო, სადაც...
20 იანვარს, განათლების საერთაშორისო ცენტრში იტალიის უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან შედგა შეხვედრა. ღონისძიება, იტალიის საელჩოსა და განათლების საერთაშორისო ცენტრის ორგანიზებით, საუნივერსიტეტო მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრას იტალიაში სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამებით დაინტერესებული საზოგადოება დაესწრო. პრეზენტაციაზე იტალიის აქვილასა და მოდენას უნივერსიტეტების წარმომადგენლებმა სტუდენტებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების, უნივერსიტეტში მიღებისა თუ სწავლის...
ჯორჯთაუნის პროფესორის და წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილის ელჩ ჯონ ჰეფერნის მოწვევით, საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს, უკრაინისა და რეგიონალურ გეოპოლიტიკაზე ისაუბრეს ჯორჯთაუნი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამ თემაზე გამართულ ლექციაზე.
22 იანვარს, ქ. ლონდონში ვიზიტად მყოფმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა ბრიტანეთში ქართველ სტუდენტებთან საჯარო შეხვედრა გამართა საქართველოს საელჩოში.
სტუდენტებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა დიდ ბრიტანეთში თამარ ბერუჩაშვილმა. შეხვედრის ფარგლებში, განათლების მინისტრმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე განათლების სექტორის რეფორმაზე და ქართველი სტუდენტების მიერ დასმულ შეკითხვებს
თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლის იუბილესა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა.
თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი წლების მანძილზე ხელს უწყობს ტრეფიკინგის, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებზე კვლევასა და ცნობიერების ამაღლებას. 2018 წლის ყოველწლიური კონფერენციის თემატურ პანელებზე...
ქუთაისელი ჟურნალისტი ლელა თოლორდავა, რომელიც ამჟამად ემიგრაციაში, იტალიაში იმყოფება, განათლების მინისტრს ღია წერილით მიმართავს. ეს ემიგრანტი დედის მეორე წერილია განათლების მინისტრ მიხეილ ჩხენკელისადმი, რომელშიც სკოლებში არსებულ პრობლემებსა და განათლების სისტემის ხარვეზებზე წერს:"ღია წერილი განათლებისა და მეცნიერების მინისტრს, ბატონ მიხეილ ჩხენკელს!!!
ბატონო მინისტრო, გეთანხმებით, რომ სკოლაში უნდა შეიქმნას უსაფრთხო გარემო, თქვენს...
სამუშაოზე დაფუძნებული სწავლების პროგრამის ფარგლებში, გერმანელმა შეფ-მზარეულმა შტეფან ობემიულერმა, პროფესიულ კოლეჯ „მერმისში“ მასტერკლასი ჩაატარა.
პროგრამა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციისა (GIZ) და გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ხორციელდება
თბილისში თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტსა და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმები გააფორმდა
თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, პერიკლეს მიტკასი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შეხვდა ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილეს, ალექსანდრე თევზაძესაც. შეხვედრაზე განიხილეს განათლებისა და მეცნიერების სფეროში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობები. ხაზი გაესვა თესალონიკის არისტოტელეს სახელობის უნივერსიტეტისა...
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას გაივლის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა.
ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის...