სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, საქართველოში ყოველწლიურად ხორციელდება ახალგაზრდული ბანაკის პროგრამა, რომლის ფარგლებში, საზაფხულო სეზონის განმავლობაში, ანაკლიაში მოქმედ ახალგაზრდულ ბანაკში ისვენებს 14-18 წლის 500-მდე მოზარდი. „მომავლის ბანაკში“ 2018 წლის ზაფხულში, 144 უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდი დაისვენებს. პროექტის მიზანია, ბანაკში დასასვენებლად მოიწვიოს უცხოეთში მცხოვრები თანამემამულე მოზარდები, რომლებსაც საშუალება მიეცემათ,...
ჯორჯთაუნის პროფესორის და წარსულში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის პირველი მოადგილის ელჩ ჯონ ჰეფერნის მოწვევით, საქართველოს ელჩმა დავით ბაქრაძემ და ევროპისა და ევრაზიის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილემ ბრიჯიტ ბრინკმა საქართველოს, უკრაინისა და რეგიონალურ გეოპოლიტიკაზე ისაუბრეს ჯორჯთაუნი უნივერსიტეტის სტუდენტებთან ამ თემაზე გამართულ ლექციაზე.
  ქართველი აბიტურიენტებისათვის, რომელთაც გერმანიში საბაკალავრო საფეხურის გავლა სურთ მოქმედებს შემდეგი წესები: ა) მათთვის  ვინც 2009 წლის შემდეგ აიღო ატესტატი თორმეტწლიანი საშუალო სკოლის ატესტატით ქართველ აბიტურიენტს უფლება ეძლევა ჩაირიცხოს გერმანიაში  უნივერსიტეტის მოსამზადებელ კოლეჯში ( www.studienkollegs.de ) და ერთი წლის შემდეგ  გააგრძელოს სწავლა ბაკალავრიატის პირველ კურსზე. თუკი  გერმანიაში სწავლის გაგრძელებით დაინტერესებულ პირს აქვს...
სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი საქართველოს სტუდენტი ლუკა ლომთაძე სტაჟირებას გაივლის ყველაზე ცნობილი სოციალური ქსელის, Facebook-ის სათავო ოფისში. ლუკა ფეისბუქმა 250 000 სტუდენტიდან საუკეთესო 300 სტუდენტს შორის შეარჩია და ზაფხულში მენლო პარკში, სილიკონ ველიზე მიიწვია სოფტვეარ დეველოპერად. ეს პირველი შემთხვევაა როდესაც სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი ფეისბუქში დასაქმდა. ლუკა კომპიუტერული ინჟინერიის...
საქართველოს საელჩო საფრანგეთში აცხადებს კონკურსს სტაჟირების ან სასწავლო პრაქტიკის გავლის მსურველთათვის. საბოლოო შერჩევამდე კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას.  ძირითადი მოთხოვნა, ქართული და ფრანგული ენების სრულყოფილი ფლობა, ინფორმაციის ორივე ენაზე თარგმნისა და კორექტირებისთვის. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები: სტაჟირებისთვის : 1. განაცხადი სტაჟირების გავლის შესახებ; (იხილეთ მიმაგრებული ფაილი ამავე გვერდზე) 2. ავტობიოგრაფია; 3. დიპლომის ასლი/საზღვარგარეთ უმაღლეს...
თსუ-ს 100 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტმა ტრეფიკინგთან ბრძოლის ევროპის საბჭოს კონვენციის ძალაში შესვლის 10 წლის იუბილესა და ლტოლვილთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ კონფერენციას უმასპინძლა. თსუ საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტი წლების მანძილზე ხელს უწყობს ტრეფიკინგის, თავშესაფრისა და მიგრაციის საკითხებზე კვლევასა და ცნობიერების ამაღლებას. 2018 წლის ყოველწლიური კონფერენციის თემატურ პანელებზე...
  განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ   საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველთათვის სასტიპენდიო პროგრამები გამოცხადდა შემდეგ სასტიპენდიო პროგრამებზე: საერთაშორისო სამაგისტრო პროგრამები - სასტიპენდიო პროგრამის მიზანია, საქართველოს მოქალაქეებისთვის, პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან/და ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მფლობელთათვის უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის ხელმისაწვდომობის ამაღლება. საერთაშორისო სადოქტორო პროგრამები - პროგრამის მიზანია, ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური განვითარებისათვის...
იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტის მხრიდან მიმდინარე წელს მესამედ ჩასატარებელ თურქული ენის ცოდნის გამოცდა,  28 ივლისს ჩატარდება. გამოცდისთვის მიმართვები კი 18 ივნის-13 ივლისს შორის არის  შესაძლებელი.  ინსტიტუტიდან გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გამოცდა კითხვის, სმენის, წერის და საუბრის უნარებში ჩაუტარდება. გამოცდა, როგორც თურქეთში ასევე ყველა იმ ქვეყანაში სადაც იუნუს ემრეს სახელობის ინსტიტუტი...
ქართველი მევიოლინე ლიზა ბათიაშვილი ნობელის პრემიის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიაზე გამართულ კონცერტზე დაუკრავს. მსოფლიოში აღიარებული 38 წლის ქართველი მუსიკოსი სოლისტის რანგში მიიწვიეს და ის სტოკჰოლმის სამეფო ფილარმონიის ორკესტრთან ერთად დაუკრავს. ნობელიის პრემიის დაჯილდოების ცერემონიაზე საკონცერტო საღამოს კარინა კანელაკისი უდირიჟორებს.
დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს მიერ გავრცელებული განცხადებით  2018 წლის 26 აპრილიდან 21 მაისის ჩათვლით, ქ. ორჰუსში გაიმართება საქართველოს საელჩოსა და დანიის პლაკატების მუზეუმის ერთობლივი გამოფენა "ქართული ანბანი და ქართული აფიშები", ხოლო გამოფენა მიეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს. გამოფენის ნაწილი დაეთმობა ქართული დამწერლობის სამ სახეობას და მის ისტორიას, ხოლო...