ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ფართომასშტაბური ღონისძიებებით აღვნიშნეთ! ვულოცავ სრულიად საქართველოს აშშ-ში ქართველი მუსიკოსების ტრიუმფალურ წარმატებას! კონცერტები და საზეიმო მიღება გაიმართა 23 მაისს, ვაშინგტონის „მშვიდობის ინსტიტუტში“ (US Institute of Peace) და 24 მაისს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ECOSOC-ის პალატაში. გიორგი მიქაძის პროექტმა „Georgian Overtones“ აშშ-ში საქართველოს...
ლუკა ჩიქოვანი თბილისში დაიბადა, იგი იტალიაში საცხოვრებლად დედასთან ერთად ექვსი წლისა გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობს და საქმიანობს. ლუკა ევროპაში საკმაოდ ცნობილი მომღერალია, რომლის კლიპები სოციალური ქსელების მომხმარებელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს. იხილეთ ინტერვიუ: https://www.facebook.com/1stchannel/videos/1981559142173236/?t=297  
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტმა პირველი რესპუბლიკის მთავრობის წევრების შთამომავლებს, სხვადასხვა ქვეყნებიდან საქართველოს ისტორიული დიასპორის წარმომადგენლებსა და ფერეიდნელ ქართველებს უმასპინძლა. "თქვენ დღეს უნდა იყოთ სწორედ აქ, სადაც სამშობლო ასეთ მნიშვნელოვან თარიღს ზეიმობს", - მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს ეროვნული დღესასწაული საქართველოს დამოუკიდებლობის...
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი მწერლის გურამ დოჩანაშვილის „სამოსელი პირველი“ გერმანულ ენაზე გამოიცემა, – ამის შესახებ ინფორმაციას ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. ცენტრის ცნობით, წიგნს გერმანულად გამომცემლობა Hanser Literaturverlag-ი გამოსცემს. მის თარგმანზე კი სუზანა კიმი და ნიკოლოზ ლომთაძე იმუშავებენ. გურამ დოჩანაშვილის ყველაზე ცნობილი ნაწარმოები „სამოსელი პირველი“ არის თავგადასავლის მაძიებელ დომენიკოზე, რომელზეც ძლიერ იმოქმედა...
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა თანამედროვე ქართული სახელმწიფოებრიობის საძირკველია. ახალგაზრდებში სახელწიფოებრივი თვითშეგნების ჩამოსაყალიბებლად და ასამაღლებლად აუცილებელია, მეტი ინფორმაცია ჰქონდეთ პირველი რესპუბლიკის შესახებ, რომლის პირდაპირი სამართალმემკვიდრეა დღევანდელი საქართველო.2017 წლის 26 მაისს მეასე წლის ათვლა დაიწყება საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან. ამ საიუბილეო წლის განმავლობაში ჩვენ ვგეგმავთ პირველი რესპუბლიკის თემატიკასთან დაკავშირებით სახვადასხვა მრავალფეროვან აქტივობებს, მათ...
28 აპრილს ქალაქ ბარსელონაში DafilmFestival -ზე  გაიმართა "დედე"ს პირველი ჩვენება ესპანელ მაყურებლისთვის .   ჩვენებას მარიამ ხაჭვანი ესწრებოდა და მაყურებელს გაესაუბრა."დედე" რეჟისორისთვის პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმია. კინოსურათი სვან გოგოზე მოგვითხრობს, რომელიც სიყვარულისთვის იბრძვის და იმარჯვებს.   დედეს გადაღებები სვანეთში, ყაზბეგსა და კასპში მიმდინარეობდა. ფილმის უმეტესი ნაწილი სვანურ ენაზეა. 30 აპრილს 22:00 საათზე  ფილმის მეორე...
საინფორმაციო სააგენტო ,,ინტერპრესნიუსის ინფორმაციით საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილის ფარგლებში, შვედეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქართველი მხატვრებისა და პოეტების მონაწილეობით ღონისძიებები გაიმართა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, სტოკჰოლმის კულტურის სახლში ლიტერატურული ფესტივალი და წიგნის გამოფენა-ბაზრობა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო შვედეთში მცხოვრებმა ცნობილმა ქართველმა პოეტმა და პერფორმანს არტისტმა ზურაბ რთველიაშვილმა. ზურაბ რთველიაშვილის...
რთდროულად ორი პროფესია აქვს – ეკონომიკური და ვოკალის მიმართულებით. უკვე წლებია ოჯახთან ერთად ბარსელონაში ცხოვრობს და რაზეც ბავშვობაში ოცნებობდა, დღეს უკვე რეალობად აქცია. აპლოდისმენტების ხმა, დიდი სცენა და განათება – მიზანი მიღწეულია. ქართველი მეცოსოპრანო არაერთი გრან-პრის მფლობელია. გზა კონსერვატორიიდან ლა სკალას დიდ სცენამდე – მსოფლიო აღიარება პატარა ასაკში მოიპოვა...
საქართველოს ნაციონალური კერძი "ხაჭაპური" ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა. Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა "პიცის ჰიბრიდს" უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი. გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს...
ქართველი პროდიუსერი გავლენიანმა გამოცემამ Variety 2018 წლის 10 წარმატებულ პროდიუსერს შორის ქართველი, ლაშა ხალვაშიც დაასახელა ფილმებისთვის "საშიში დედა" და "ჰორიზონტი". ამავე სიაში მოხვდა ჯოსი ამნამარა ფილმისთვის - I, Tonya, კრისტოფერ ლემონი ფილმისთვის - Mudbound, რეიჩელ სონგი ფილმისთვის - A Kid Like Jake და სხვები. Variety ნომინანტ პროდიუსერებს კანის კინოფესტივალზე დააჯილდოვებენ.