აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ფართომასშტაბური ღონისძიებებით აღინიშნა

0
1562

ამერიკის შეერთებულ შტატებში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლის იუბილე ფართომასშტაბური ღონისძიებებით აღვნიშნეთ! ვულოცავ სრულიად საქართველოს აშშ-ში ქართველი მუსიკოსების ტრიუმფალურ წარმატებას!

კონცერტები და საზეიმო მიღება გაიმართა 23 მაისს, ვაშინგტონის „მშვიდობის ინსტიტუტში“ (US Institute of Peace) და 24 მაისს ნიუ-იორკში გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შტაბ-ბინის ECOSOC-ის პალატაში. გიორგი მიქაძის პროექტმა „Georgian Overtones“ აშშ-ში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე უდიდესი წარმატებით ჩაიარა. #GeorgianOvertones 

კონცერტების პარალელურად გაეროში შედგა შოთა რუსთაველის 850 წლისადმი მიძღვნილი საფოსტო მარკის პრეზენტაცია.

 დაუვიწყარი კონცერტებისთვის განსაკუთრებული მადლობა გიორგის, რომელმაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი პატრიოტიზმი, ნიჭიერება, შრომისმოყვარეობა, პროფესიონალიზმი და საკუთარი ქვეყნისადმი უდიდესი სიყვარული. მადლობა ნიუ-იორკში მოღვაწე შესანიშნავ მუსიკოსებს ური გურვიჩს, ბენჯამინ ტიბერიოს და რაფაელ პანიეს 
ქართველ გენიალურ მუსიკოსებს: უსაყვარლეს და უნიჭიერეს სანდრო სიდამონიძეს 
ანსამბლ “ბასიანის” ტრიოს: პაატა ცეცხლაძეს, სერგო ურუშაძეს და ზურა წკრიალაშვილს 
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ფინანსური მხარდაჭერისთვის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. პროექტის ორგანიზატორს და ინიციატორს აშშ-ში გაერთიანებული ერების ორგანიზაციასთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობას, საქართველოს საელჩოს ამერიკის შეერთებულ შტატებში. მადლობა თითოეული ორგანიზაციის ხელმძღვანელობას და მათ თანამშრომლებს, რომლებმაც უდიდესი შრომა გასწიეს პროექტის ორგანიზებისას. 

დიდი მადლობა უდიდესი დახმარებისთვის YAMAHA Artist Services და პირადად ქალბატონ Bonnie Barrett
უდიდესი მადლობა ჩვენს უძვირფასეს მეგობარს, ფოტოხელოვან ევა კაპანაძეს დაუვიწყარი მომენტების ფირზე აღბეჭვდისათვის
 და რასაკვირველია უდიდესი მადლობა თითოეულ თქვენთაგანს გულშემატკივრობისთვის 

თამუნა მიქაძე ,აშშ