,, როგორ შეიძლება ადამიანს არ გიყვარდეს ბერძენი ხალხი ორი დღის წინ მოხდა ასეთი რამ დეიდაჩემს დაეკარგა საფულე სადაც იყო დიდი რაოდენობის ფული ასევე საფულეში იყო საბუთები ბანკის პლასტიკური ბარათები ნუ მოგეხსენებათ ამის დაკარგვა ძალიან რთულ მდგომარეობაში აგდებს ადამიანს და სათითაოდ უნდა განაცხადო დაკარგვის შემთხვევაში საბუთები რომ აღადგინო ნუ თუ...
რამდენიმე წლის წინ საქართველოდან კანადაში წავიდა და უცხო ქვეყანაში თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლა დაიწყო.  შრომა დაუფასდა - ორ წელიწადში საკუთარი სამშენებლო ბიზნესის მფლობელი გახდა. დღეს 4 შვილის მამა ოჯახთან ერთად საქართველოში დაბრუნებასა და საკუთარი ქვეყნის განვითარებაში გარკვეული წვლილის შეტანაზე ოცნებობს... “წარმატებული მაშინ ვიქნები, როდესაც სამშობლოში მოვახერხებ დაბრუნებას, ოჯახით დაფუძნებასა და ჩემი ქვეყნის შენებაში მცირედი...
აშშ-ში ქართველი კანდიდატი აირჩიეს აშშ-ში, ნიუ იორკში ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კონვენციის წევრი ქვეყნების მე-20 შეხვედრაზე გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი, დოქტორი ლია ნადარაია, 2019-2022 წლების ვადით, ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოსთან ერთად, კომიტეტში არსებულ 12 ვაკანტურ ადგილზე წარდგენილი იყო 16 ქვეყნის კანდიდატი. არჩევნების შედეგად, კომიტეტის წევრებად არჩეულ...
ყველაზე  გენდერულად დაბალანსებული მინისტრთა კაბინეტი დააკომპლექტა ახალმა პრემიერმა.17 მინისტრიდან 11 ქალია. პედრო სანჩესის მთავრობა - ესპანეთის ახალ მინისტრთა კაბინეტში 11 ქალი და 6 კაცია პედრო სანჩესმა ახალი მინისტრთა კაბინეტი უკვე დააკომპლექტა. წინა ხელისუფლებისგან და ევროპის არაერთი ქვეყნისგან განსხვავებით, ესპანეთის ახალ მთავრობაში გენდერული ბალანსი არ დარღვეულა. 11 მინისტრი ქალი და 6 მინისტრი კაცი...
ესპანეთის პარლამენტმა სახელობითი კენჭისყრის შემდეგ მარიანო რახოი პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადააყენა. რახოი ესპანეთის უახლეს ისტორიაში პირველი პრემიერ-მინისტრია, რომელიც ამ ტიპის კენჭისყრაში დამარცხდა. Pedro Sánchez Pérez-Castejón; დაიბადა 29 თებერვალს 1972წელს  მადრიდში ,ესპანელი ეკონომისტი და პოლიტიკოსი, ესპანეთის სოციალისტური მუშათა პარტიის ლიდერი 2014 წლიდან. აღსანიშნავია, რომ ფიცის ცერემონიას ესპანეთის მეფე, ფილიპ VI- ესწრებოდა. სანჩესი ათეისტია...
  აქციის ერთ ერთ ორგანიზატორი პროფესიით იურისტი,: ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ საფრანგეთში უკვე 15 წელია და ძალიან მაწუხებს ის რაც ხდება ჩვენს სამშობლოში. ვაპროტესტებთ ძალადობას და სისხლისღვრას, ვემიჯნებით პოლიტიკას და პოლიტიკოსებს. მხარს ვუჭერთ ზაზას და ყველა უსამართლოდ მოკლული შვილების მშობლებს.-მარი https://www.facebook.com/MarieMarshallGeorgienne/videos/2038965109685606/    
უხუცესი ქართველი ემიგრანტი , ნიუ იორკის ქართული სათვისტომოს ერთ-ერთი ლიდერი და მისი ყოფილი მდივანი ნიკო თოფურია აშშ-ში გარდაიცვალა. ნიკო თოფურია მარტვილის რაიონის სოფელ ხუნწში დაიბადა, სადაც მისი წინაპრები აბაშიდან გადმოსახლებულან და მარტვილის მონასტრიდან სამ კილომეტრში დაფუძნებულან. ნიკოს მშობლებს - დონია ფაილოძესა და დომენტი თოფურიას ექვსი შვილი ჰყავდათ. ცხოვრობდნენ 1914...
ქართულ-ბერძნული თეატრალური ურთიერთობის ისტორიას ახსოვს ერთი უცნაური დღე: დიდი ხნის წინ, თბილისში, კოტე მარჯანიშვილის სახელობის, სახელმწიფო, აკადემიურ თეატრში გაიმართა სოფოკლეს ტრაგედიის "ოიდიპოს მეფე" მორიგი, მაგრამ უჩვეულო წარმოდგენა, - საქართველოს სტუმრად ეწვია ცნობილი ბერძენი მსახიობი ასპასია პაპატანასიუ... და ქართულ სცენაზე დედოფალ იოკასტას როლი ითამაშა ქართულ სპექტაკლში. მარჯანიშვილელები ქართულად თამაშობდნენ, ბერძენი სტუმარი კი...
თბილიში მიმდინარე დიასპორის ფორუმის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფელი ოძისი მოინახულეს. ფორუმის მონაწილეები ადგილზე გაეცნენ საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან აღმართული ბარიერების გამო სოფელში არსებულ ჰუმანიტარულ ვითარებას. საგარეო საქმეთა სამინისტროს დიაპორასთან ურთიერთობის დეპარტამენტის დირექტორმა რატი ბრეგაძემ და ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის დამფუძნებელმა, დიასპორის წარმომადგენელმა ბელგიიდან, ანა ბალანწარაშვილმა კომენტარი გააკეთეს. https://www.facebook.com/mfageorgia/videos/10155258094100899/?t=20
 საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლები სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებიან. როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი Facebook Live-ის მეშვეობით ყვება, 70-მდე ადამიანი საქართველოში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ჩამოვიდა. https://www.facebook.com/radiotavisupleba/videos/10156499327087360/?t=5 სათვისტომოს წარმომადგენლები რუსულ ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან. მათ ხელში უჭირავთ როგორც პირველი რესპუბლიკის დროინდელი, ისე თანამედროვე დროშები. აღსანიშნავია, რომ ემიგრანტები ერგნეთში ჩასვლამდე ხურვალეთში იმყოფებოდნენ, სადაც...