საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლები სოფელ ერგნეთში, საოკუპაციო გამყოფ ხაზთან იმყოფებიან.
როგორც რადიო თავისუფლების ჟურნალისტი Facebook Live-ის მეშვეობით ყვება, 70-მდე ადამიანი საქართველოში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გამოცხადებიდან 100 წლისთავთან დაკავშირებით ჩამოვიდა.
ემიგრანტები საოკუპაციო ხაზთან
Опубликовано რადიო თავისუფლება 28 мая 2018 г.
სათვისტომოს წარმომადგენლები რუსულ ოკუპაციას ეწინააღმდეგებიან. მათ ხელში უჭირავთ როგორც პირველი რესპუბლიკის დროინდელი, ისე თანამედროვე დროშები.
აღსანიშნავია, რომ ემიგრანტები ერგნეთში ჩასვლამდე ხურვალეთში იმყოფებოდნენ, სადაც მოხუცთა თაშესაფარში საჩუქრები მიიტანეს.
საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენლები საოკუპაციო ხაზთან
Опубликовано რადიო თავისუფლება 28 мая 2018 г.