თურქული მედიის ცნობით ერდოღანს ევროპაში არსებული თურქული დიასპორა სრულ მხარდაჭერას უცხადებს, და მაგალითად გერმანიასა და ავსტრიაში მცხოვრებელი თურქეთის მოქალაქეების აქტივობას ასახელებენ. თურქული მედიის ცნობით გერმანიაში მცხოვრები თურქების ორმა მესამედმა საყოველთაო არჩევნებში ხმა რეჯეფ თაიფ ერდოღანს მისცა, ავსტრიაში კი გაცილებით დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით ავსტრიაში ერდოღანმა იქ მცხოვრები თურქების 70...
დღეს, ნაცუ ბაშოს ტრადიციული ტურნირის მეთორმეტე საშეჯიბრო დღე გაიმართა და ლევან გორგაძემ, ტოჩინოშინმა 40-გზის ჩემპიონი დაამარცხა.
ტოჩინოშინის მეტოქე 40-გზის ჩემპიონი იოკუძუნა ჰაკუჰო იყო, რომელთანაც ქართველს შეხვედრებში უარყოფითი ბალანსი 0:25-ზე ჰქონდა.
ლევან გორგაძეს 12 შეხვედრის შემდეგ ბალანსი 12:0-ზე აქვს და მთავარი კანდიდატია იმპერატორის თასის მოგების.
სხვა ლიდერთა სია ასე გამოიყურება: იოკუძუნა კაკარიუ -...
უსაფრთხოების საბჭოს მდივნის პოსტზე შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დაინიშნა. ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე საქრთველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.
„უშიშროების საბჭო არის უაღრესად მნიშვნელოვანი ორგანო, რომელიც ეფექტურად უნდა მუშაობდეს.
შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე წარმოგიდგენთ უშიშროების საბჭოს ახალ მდივანს, შინაგან საქმეთა მინისტრს, ვახტანგ...
ქართველ პიანისტს ხატია ბუნიათიშვილს ამერიკაში, კერძოდ, ჰოლივუდში ელოდებიან.მუსიკოსი 18 ივლისს კონცერტს ლოს ანჯელესში გამართავს. HollywoodBowl-ის ამფითეარტრში, რომელიც ჰოლივუდში მდებარეობს, ხატია ბუნიათიშვილი ლოს ანჯელესის ფილარმონიურ ორკესტრთან და ვენესეულელ დირიჟორთან გუსტავო დუდამელთან ერთად წარსდგება.
HollywoodBowl-ი მსოფლიოში ყველაზე დიდი საკონცერტო დარბაზების შორის აღიარებულია.პროგრამის თანახმად ხატია ბუნიათიშვილი სერგეი რახმანინოვის N3 საფორტეპიანო კონცერტს შეასრულებს.
იხილეთ კონცერთის ნაწყვეტი...
პოლონეთის პრემიერი დონალდ ტუსკი აცხადებს, რომ ვარშავა განიხილავს უვიზო მიმოსვლის შეზღუდვას რამდენიმე ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეებისთვის. ინფორმაციას პოლონური მედია ავრცელებს.
პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა ამის შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც ცნობილი გახდა, რომ 2024 წლის მაისში ვარშავაში გაჩენილ ხანძარში ბრალდებული კოლუმბიის მოქალაქე...
მარკო რუბიოს აზრით გერმანიისთვის მომაკვდინებელი ღია საზღვრის საიმიგრაციო პოლიტიკა არის .
ამერიკის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო პარტიის „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების გამო გერმანიას მკაცრად აკრიტიკებს. ამის შესახებ რუბიომ მიკრობლოგ „იქსზე“ დაწერა.
„გერმანიამ ახლახან თავის სადაზვერვო სააგენტოს ოპოზიციის თვალთვალის ახალი უფლებამოსილებები...
სამხრეთ კორეის რესპუბლიკაში საქართველოს პირველ ელჩს, ნიკოლოზ აფხაზავას სახელმწიფო ჯილდო - გვანგვას მედალი (Gwanghwa Medal – The Order of Diplomatic Service Merit) გადაეცა.
გვანგვას მედალი, კორეის რესპუბლიკის უმაღლესი რანგის სახელმწიფო ჯილდოა, რომელიც გადაეცემა უცხოელ სამოქალაქო პირებს, ძირითადად პოლიტიკოსებსა და დიპლომატებს, კორეის რესპუბლიკასთან დიპლომატიური კავშირებისა და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცების საქმეში...
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს მოქალაქეებს წინასაახალწლო მილოცვით მიმართა, პრემიერმა განსაკუთრებულად საკუთარ მილოცვაში გამოყო ახალ წელს პროფესიული მოვალეობის შემსრულებელი მოქალაქეები, ჯარისკაცები და ოფიცრები რომლებიც ქვეყნის უსაფრთხოებას ემსახურებიან, აფზახი და ოსი ეროვნების მოქალაქეები და უცხოეთში მყოფი თანამემამულეები: ,,ახალ წელს ვულოცავ უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს! მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ მათ. ჩვენ...
პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი მიიჩნევს , რომ გერმანიის გადაწყვეტილება ყველა სახმელეთო საზღვარზე კონტროლის დაწყების შესახებ ვარშავისთვის მიუღებელია და „დე ფაქტო შენგენის ზონის მოქმედების შეჩერებას ნიშნავს“.
„ჩვენ თხოვნით მივმართავთ სხვა ქვეყნებს, რომლებზეც გავლენას მოახდენს ბერლინის ეს გადაწყვეტილებები, რომ სასწრაფოდ გაიმართოს გერმანიის სახელმწიფოს ყველა მეზობელთან...
ქალაქ არონას "იტალიის პარტიზანთა ეროვნული ასოციაციის" ინციატივითა და მილანში არსებული საზოგადოება "სამშობლო გულით სატარებლის" თანამშრომლობით, გაიმართა გამოფენა, რომელიც მიეძღვნა 1944 წლის 3 დეკემბერს გმირულად დაღუპულ ქართველ პარტიზანს, იტალიის ეროვნულ გმირს ფორე მოსულიშვილს. იტალიელებმა და ქართველმა ემიგრანტებმა 3 დეკემბერს პატივი მიაგეს ფორე მოსულიშვილის ხსოვნას არონის ძმათა სასაფლაოზე და შემდეგ ქალაქის...































