კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩომ დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლისთავის აღსანიშნავად ქ. ნიქოზიაში საზეიმო მიღება გამართა. მიღებას ესწრებოდნენ კვიპროსის რესპუბლიკის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოების, ქ. ნიქოზიაში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ქართული დიასპორის, არასამთავრობო სექტორის, ეკლესიის, მედიის, ბიზნესის, აკადემიური წრეების წარმომადგენლები. დამსწრე საზოგადოებას მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს...
საზღვრის გახსნამდეც თურქეთელი ქართველები თავიანთი ისტორიული სამშობლოსკენ მოისწრაფოდნენ; სურვილი – ნეტა როგორაა მემლექეთი,- ახლა ყოველდღიური ურთიერთობებითაა ასრულებული. როგორ ცხოვრობდნენ და როგორ ინარჩუნებდნენ ქართველობას წლების წინ თურქეთში წასული ქართველები . გადაცემაში მონაწილეობენ თურქეთში მცხოვრები მე-4 თაობის ქართველები, რომლებიც თურქეთში ქართული საქმისთვის იღვწიან. ორჰან ბერიძე, სეზენ გონენჩ ოქჯანი (სალომე ბარამიძე), რომლებმაც...
ცნობილი ქართველი სელებრითი, "ICI PARIS" პი­არ­ - მე­ნე­ჯე­რი, ტე­ლე და რა­დი­ო­­წამ­ყვა­ნი ხატია შამუგია საბერძნეთის დედაქალაქს ლეგენდარული ქართული ანსანმბლის ,,ერისიონის" კონცერტზე დასასწრებად და მონაწილეობისთვის ეწვია. კონცერტი რომელიც ათენის ერთ-ერთ ცნობილ და გრანდიოზული მასშტაბის სცენაზე, გალაცის ოლიმპიურ სტადიონზე კვირას 24 ივნისს შედგება უკვე იქცა ქართველი ვარსკვლავების შეკრების მიზეზად ევროპის კულტურულ დედაქალაქში.  DIASPORA.GE...
საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორასთან ურთიერთობების დეპარტმენტის დირექტორი რატი ბრეგაძე ჟურნალისტებთან გაკეთებულ განცხადებაში ამბობს რომ განათლების სამინისტროს მიერ უკვე შექმნილია სპეციალური პროგრამა საკვირაო სკოლებისთვის საგარეო საქმეთა სამისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართული ენის სწავლებას უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის ახორციელებს და წელს უკვე დაწყებული აქვს  საკვირაო სკოლების მხარდაჭერი პროექტი: ,,ჩვენ პირველად დავიწყეთ...
,, საკითხი რაც აუცილებლად საჭიროებს ხელშეწყობას, ესაა დიასპორისათვის ქართული კულტურის და ენის ცენტრების შექმნა. სამწუხარო რეალობაა და ამაზე თითქმის არავინ საუბრობს საჯაროდ: აქ დაბადებული, ან გაზრდილი ქართველი ბავშვების სრული უმეტესობა ვერ, ან არასრულყოფილად ფლობს ქართულ ენას, არ იციან ქართული წერა-კითხვა. მიმდინარეობს მათი სრული ასიმილაცია. რაოდენ სამწუხაროა, რომ ემიგრაციაში გაზრდილ პირველივე...
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საპატრიარქო ისტორიულად  საქართველოში ყველაზე დიდი რელიგიური და სოციალური უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია, რომელსაც დღესდღეობით ათასობით სასულიერო პირი წარმოადგენს, თუმცა მათ შორის განათლებული და ინტელექტუალური მღვდელმსახურების პოვნა არცთუ ადვილი მოსაძებნია. დღეს ჩვენი სტუმარი საქართველოს საპატრიარქოს დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის ეპარქიის, ბირმინგემის, მანჩესტერის, გლაზგოს და სანდერლენდის ქართული სამრევლოების წინამძღვარი დეკანოზი...
გერმანიის ლტოლვილთა და მიგრანტების ფედერალური ოფისის (BAMF) სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მაისში საქართველოდან თავშესაფრის მიღების მსურველთა რაოდენობა შემცირდა. BAMF-ის სტატისტიკით, თუ 2018 წლის აპრილში გერმანიაში ლტოლვილის სტატუსი 700-მდე ქართველმა მოითხოვა, მაისში ეს რიცხვი 176-მდე შემცირდა. მთლიანად კი 2018 წლის იანვარ-მაისის სტატისტიკით, BAMF-ის ინფორმაციით 5 თვეში ლტოლვილის სტატუსი საქართველოს 2 263-მა...
საქართველოსახალმა პრემიერ- მინისტრმა ქართული დიასპორისთვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან საკითხად ქართული ენის შესწავლის საკითხი დაასახელა და განცხადა რომ ის პირადად ჩაერთვება ქართული ენის შემსწავლელი პროგრამების დახვეწაში : „დიასპორის ჩართულობის მხრივ მე რამდენიმე მიმართულება შემიძლია ჩამოგითვალოთ, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ალბათ პირველ რიგში უნდა ვთქვათ ქართული ენის შესწავლის საკითხი. ამ კუთხით ონლაინ გაკვეთილების...
დიასპორა უნდა იყოს მთავრობის და ზოგადად მთელი ხელისუფლების მთავარი პრიორიტეტი. ახალი პრემიერ-მინისტრის  თქმით, ბოლო ათწლეულებში არსებულმა ეკონომიკურმა სიტუაციამ აიძულა ბევრი ადამიანი, რომ საზღვარგარეთ წასულიყო. ,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ეკონომიკურ ცხოვრებაში მოვახდინოთ უკეთესი ინტეგრირება ჩვენი დიასპორის წარმომადგენლების. მე აქ ძალიან ბევრ შესაძლებლობებს ვხედავ. ჩვენ გვაქვს ინიციატივა სასტარტო კაპიტალისა და საბანკო-საკრედიტო დაზღვევის...
ჩვენი ახალი ინიციატივის მიხედვით, ჩვენ მნიშვნელოვნად გავამარტივებთ მოქალაქეობის მიღების პროცედურებს დიასპორის წარმომადგენლებისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა  მამუკა ბახტაძემ პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე განაცხადა. შეგახსენებთ რომ კანონპროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებების შესახებ პარლამენტში უკვე ინიცირებულია პლენარულ სხდომაზე განხილვის სავარაუდო ვადად  1 ივლისიდან – 21 სექტემბერმდე პერიოდი დასახელდა.