რამდენი მოქალაქე არ შეუშვეს საქართველოდან შენგენის ზონაში და სად არღვევენ ყ
შინაგან საქმეთა სამინისტროს უახლესი ინფორმაციით, ბოლო რვა თვეში, ანუ მას შემდეგ რაც ევროკავშირთან უვიზო რეჟიმი ამოქმედდა(28 მარტიდან), შენგენის ზონის ქვეყნებში შესვლაზე უარი საქართველოს 379 მოქალაქეს ეთქვა. აქედან ყველაზე მეტჯერ უარი საქართველოს მოქალაქეებმა იტალიისგან, პოლონეთისგან და საბერძნეთისგან მიიღეს. შესაბამისი ინფორმაცია...
2017 წელს საქართველოს პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა.
ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი.
ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 3 097-ზე დადებითი დასკვნა გამოსცა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა.
3...
თურქეთის ქალაქ იზმირში ქურდობის ბრალდებით საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს. ამის შესახებ "მილიეტი" თურქეთის პოლიციაზე დაყრდნობით წერს.პოლიციის ინფორმაციით, 32 წლის ი.ნ.-მ და 43 წლის პ.ქ.- მ ქალაქ სამსუნში ოთხი სახლი გაქურდეს და 15 ათასი თურქული ლირა, ოქროულობა, ორი პორტატული პერსონალური კომპიუტერი და დიდი რაოდენობით მაჯის საათები წაიღეს.
საქართველოს მოქალაქეების იდენტიფიცირება სათვალთვალო...
ვრჩები შენგენის სივრცის ქვეყნებში გამგზავრებასთან დაკავშირებული კანონპროექტის ინიციატორად, მაგრამ მაქვს სერიოზული შენიშვნები, რაზეც განხილვის დროს ვიმსჯელებთ, - ამის შესახებ “ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ზვიად კვაჭანტირაძემ განუცხადა.
როგორც კვაჭანტირაძემ განმარტა, მას შენიშვები უშუალოდ სისხლის სამართლის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებებზე აქვს, რათა არავის შეეზღუდოს ემიგრაციის უფლება.
“კანონპროექტრის ავტორი და შემქმნელი...
ჩემო საყვარელო ემიგრანტებო!
უცხოეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებო!
ვისთვისაც ძვირფასია ქართველი ემიგრანტების ბედი შემოგვიერთდით !
მივმართავთ საქართველოს მთავრობას
პირველი ეს არის პენსიების საკითხი. ბატონი პეტრიაშვილი დაგროვებით პენსიებს რომ ახმოვანებს,მას არ წარმოუდგენია, ჩვენთვის გაწერილი დოკუმენტები,თუ რამდენ შრომა დღეზე და რა ანაზღაურებით უნდა გაიცეს ჩვეულებრივი პენსია(ანუ ენსიმებს რომ ვეძახით) კრიტერიუმის ფორმები დაგროვებითი პენსიის...
დანიაში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს. 56 წლის გელა პაპაშვილი, წინასწარი ინფორმაციით, გულის შეტევას ემსხვერპლა. ინფორმაციას “რუსთავი 2” ავრცელებს.
იგი ერთ-ერთ პოლონურ ფირმასთან თანამშრომლობდა და სატვირთო ავტომანქანაზე მძღოლად მუშაობდა.
პაპაშვილი 26 აპრილს მისმა ნათესავმა იპოვა და სამართალდამცველებს შეატყობინა.
ოჯახი უკვე დაუკავშირდა საკონსულოს, თუმცა პროცედურის გავლა უქმე დღეების გამო ფერხდება.
გარდაცვლილი მამაკაცი კობა პაპაშვილის მამაა,...
ბარბარობას ძალიან ბევრ ოჯახში ლობიანების ცხობითა და მეკვლეს მოლოდინით აღნიშნავენ. ბევრი ახალ წელს არ ელის მეკვლეს ისე, როგორც ბარბარობას. რამდენად სწორია ეს ტრადიციები და როგორ უნდა აღვნიშნავდეთ ბარბარობას. გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ- მონაზონი ანდრია (სარია):
-...
საქართველოს ნაციონალური კერძი "ხაჭაპური" ნიო-იორკის რესტორნებში სულ უფრო მეტად პოპულარული ხდება. ამის შესახებ სტატიას გამოცემა Ny.eater-მა გამოაქვეყნა.
Ny.eater-ის ცნობით, ხაჭაპურის მირთმევა ნიუ-იორკში რამდენიმე წელია უკვე შესაძლებელია, თუმცა ქართული ნაციონალური საჭმელი, რომელსაც გამოცემა "პიცის ჰიბრიდს" უწოდებს, ქალაქის ბევრი არაქართული ბარ-რესტორნის მენიუშია უკვე შეტანილი.
გამოცემა წერს, რომ ხაჭაპური იმდენად ქართულია, რომ საქართველოში მისი დამზადებისთვის გაწეულ ხარჯებს...
რუსეთში, სტავროპოლის ოლქში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, დაიღუპა ასევე რუსეთის ერთი მოქალაქე.
შემთხვევისას მძიმედ დაშავდა ცხრა ადამიანი. მათ შორის ოთხი ბავშვია. ისინი ამ დრომდე საავადმყოფოში რჩებიან.
სტავროპოლის ოლქის სამმართველოს ინფორმაციით, დაშავებულებიდან სამი საქართველოს მოქალაქეა. ანდროპოვის რაიონის ხელისფლებამ იმ დაზარალებულებისთვის, რომლებიც ავარიის დროს სერიოზულად არ დაშავდნენ, სპეციალური ტრანსპორტით კრასნოდარში ჩაიყვანენ.
საქართველოს...
საბერძნეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი თამთა გოდუაძე მიწვეულია Athens Pride 2019-ზე, სადაც LGBTQ თემის წარმომადგენლებისთვის და მხარდამჭერებისთვის შეასრულებს საევროვიზიო სიმღერას REPLAY-ის და სხვა სიმღერებს მის რეპერტუარიდან.
Athens Pride ფესტივალი ყოველწლიურად ტარდება საბერძნეთის დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე და თითქმის ყოველ წელს LGBTQ თემის წარმომადგენლები მომღერალ თამთას პატიჟობენ ფესტივალზე მონაწილეობის მისაღებად. წელს თამთასთან ერთად მონაწილეობას მიიღებს...

































