ჩემო საყვარელო ემიგრანტებო!
უცხოეთში არსებული დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელებო!
ვისთვისაც ძვირფასია ქართველი ემიგრანტების ბედი შემოგვიერთდით !
მივმართავთ საქართველოს მთავრობას
პირველი ეს არის პენსიების საკითხი. ბატონი პეტრიაშვილი დაგროვებით პენსიებს რომ ახმოვანებს,მას არ წარმოუდგენია, ჩვენთვის გაწერილი დოკუმენტები,თუ რამდენ შრომა დღეზე და რა ანაზღაურებით უნდა გაიცეს ჩვეულებრივი პენსია(ანუ ენსიმებს რომ ვეძახით) კრიტერიუმის ფორმები დაგროვებითი პენსიის საკმად რთულია და არ მგონია ყველაფერი რიგზე იყოს. მთავრობას კონსტიტუციაში უწერია საპენსიო ასაკია 60 წელი და ამ წლოვანების საქართველოს მოქალაქე უნდა დაკმაყოფილდეს კუთვნილი პენსიით. (ამ შემთხვევაში მათხოვრული თანხა 180 ლარი). თუ საბერძნეთის მოქალაქე საქართველოში იცხოვრებს, რა პენსია შეუწყდება? რა მთავრობის საქმეა, ვინ სად იცხოვრებს. ამაზე დაწვრილებით ვისაუბრებთ. დაგროვებითი პენსია, ასე ადვილი გადასწყვეტი არაა და მთელი სერიოზულობით უნდა დადგინდეს კატეგორიები,თევეები, კვირეები, დღეები და წლები.
მეორე საკითხი ეხება ვიზალიბერალიზაციის დარღვევას,რომელიც მთავრობას უნდა სისხლის სამართლის ნაწილად აქციოს. ყველაზე რადიკალურად არჩილ თალაგვაძე ძალადობს. მთავრობა ვერ ფიქრობს უცხო ქვეყნებში კრიმინალის აღკვეთას, თუ არა შემცირებას მაინც. პირველი რაც აწუხებს ევროპას სწორედ რომ გაზრდილი კრიმინალია, იქნებ ეს მთავარი პრობლემა მოგვარებულიყო, სწორედ ამის შემდეგ გაიზრდება ნდობა, როგორც მოქალაქეების იმიჯზე ასევე ქვეყანაზე.მთავრობა ვალდებულია ემსახუროს თავის ხალხს და დაიცვას ინდივიდი ქვეყნის გარეთ და შიგნით. უზრუნველყოს და გადაჭრას ქვეყნის პრობლემები ნაწილობრივ მაინც რომ საკუთარმა მოქალაქეებმა არ მიატოვოს ხელისუფლება და არ გაიქცეს, არ ეძებოს სხვა ქვეყანაში თავშესაფარი. ბოლოს მინდა დავსვა კითხვა რისი იმედი უნდა გვქონდეს მთავრობისგან ემიგრანტებს ,როცა ყველა სასიცოცხლო არტერიას გვიჭრიან ? – აცხადებს ათენის ქართველ ემიგრანტთა სათვისტომო -,,იბერიას”, ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის და ათენის ქართული სახლის პრეზიდინტი დარეჯან ღამბაშიძე დღეს აკეთებულ განცხადებაში.