ქართული დიასპორული ცენტრების ფუნქციები და თანამედროვე გამოწვევები – ინტერვიუ თეონა კასარელთან

0
1730
 დიასპორა როგორც  საერთაშორისო ტერმინი ბერძნული ენიდან მოდის და გაბნევას აღნიშნავს. ქართული დიასპორის ტერიტორიალურ განფენას თუ შევხედავთ სიტყვა დიასპორა მართალაც ზუსტად გამოხატავს 90 -იან წლებში დაწყებული მიგრაციული პროცესის  შედეგაც მთელს მსოფლიოში გაბნეულ საქართველოს მოქალაქეთა  ახალ საცხოვრისებს.   სამშობლოდან არაორგანიზებული და მხოლოდ ფულადი რესურსების მოპოვებაზე ორიენტირებული მიგრანტებისგან დროთა განმავლობაში რეალობაა  თანდათან  თვითორგანიზებული ქართული დიასპორები ყალიბდებიან, რომლებსაც ახლა გაცილებით სხვა პრობლემები და გამოწვევები აქვს ვიდრე ეს გასული საუკუნის 90 იანი წლების  დასაწყისში იყო. სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ ჩვენი დღევანდელი რუბრიკის სტუმარი იტალიაში მცხოვრები, ორგანიზაცია ,, ARCI,, – ს თარჯიმანი და მისი ერთ ერთი პროექტის თანამშრომელი თეონა კასარელია. 

–  ქ -ნო თეონა  როგორ ფიქრობთ , თანამდეროვე გამომწვევების პირობებში საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებული დიასპორული ორგანიზაციების ფუნქცია გარდა ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებისა რა უნდა გახდეს?

 – უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და დიასპორული ორგანიზაციების შესახებ საქართველოს კანონით განსაზღვრულ    მუხლებს თუ გადავხედავთ, მკაფიოდ და კარგად ჩამოყალიბებულ ფორმულირებას მივიღებთ, თუ რა დანიშნულება და როლი აკისრია ასეთი ორგანიზაციების არსებობას საზღვრებს გარეთ, თუმცა  თანამედროვე გამოწვევების პირობებში მნიშვნელოვნად მიმაჩნია ამ ორგანიზაციებს გააჩნდეს შესაბამისი რესური, იზრუნონ  მასპინძელ ქვეყანაში ჩვენი თანამემამულეების სწორ ინტეგრაციაზე, რაც ხელს შეუწყობს ემიგრანტების, განსაკუთრებით ახალი საემიგრაციო ტალღის ფონზე,   ორიენტაციის გამარტივებას  უცხო გარემოში. ხშირად მიმღებ ქვეყანას აქვს კარგი საემიგრაციო პროექტები, რომლებიც ვერ აღწევენ ენის ბარიერის მქონე ადამიანებამდე, ამიტომ საჭიროა მჭიდრო კავშირი დიასპორულ ორგანიზაციებსა და მიმღები ქვეყნის შესაბამის სტრუქტურებს შორის, რაც თავისთავად საჭიროებს  დისპორული ორგანიზაციების ლეგიტიმურობასა და სათანადო დონეს.

– ხშირად ნეგატიურად საუბრობენ რომ უცხოეთში უამრავი სათვისტომო და სხვადასხვა ტიპის და ფუნქციის ქართული ცენტრია, ფიქრობთ რომ მათი სიმრავლე არასასურველია?

  დიასპორული ორგანიზაციების სიმრავლე არ შეიძლება იყოს ნეგატიური ფაქტი, როდესაც მას აკისრია ისეთი მნიშვნელოვანი როლი, როგორიც მის განსაზღვრებაშია, თუმცა ხშირად ასეთი ორგანიზაციები ძალიან შორს დგანან საკუთარი მოვალეობებისგან და მერკანტილური გათვლებით მოქმედებენ, რაც ხშირად ემიგრანტების გაღიზიანებასა და პროტესტს იწვევს, ეს პროცესი ყოველგვარი კონტოლის გარეშე საშიშ ფორმას იძენს და ხშირად წნეხის ქვეშ აყენებს ბევრ ადამიანს, განსაკუთრებით იმ დაუცველ ფენას, რომელსაც  რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება მათი დახმარება და თანადგომა

 სახელმწიფო ამ სისტემაზე, რომელსაც თითქმის ტრეფიკინგის  ნიშნებიც კი  ახასიათებსკონტროლს არ (ვერ) ანხორციელებს, არის ერთგვარი მოქმედების ,,ოფშორი,,  სადაც წესების გარეშე მოქმედებენ გარკვეული სუბიექტები და რაც ყველაზე სავალალოა, ასეთ სუბიექტებთან ხშირად თანამშრომლობენ სახელმწიფო სტრუქტურები, რაც მათი საქმიანობის ერთგვარ წახალისებასაც იწვევსაუცილებელი, სავალდებულო და გადაუდებელი პროცესია კონტროლი

 ამ მძიმე რეალობის ფონზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ისეთი  დისპორული ორგანიზაციების არსებობა, რომლებიც უზარმაზარ შრომას დებენ საკუთარი ქვეყნის და ხალხის ღირსეულად წარმოჩენისთვისეწევიან ქართული კულტურის პოპულარიზაციას  და  იდენტობის შენარჩუნებას. სწორედ ასეთი ორგანიზაციების გაძლიერება უნდა იყოს სახელმწიფოს საზრუნავი.

 საქართველოს სახელმწიფოს დიასპორული ორგანიზაციების გასაძლიერებლად პროგრამები არ გააჩნიათქვენი აზრით აუცილებელია თუ არა სახელმწიფო პროგრამა რომელიც ხელს შეუწყობს უცხოეთში არსებული ქართული კერების ფუნქციონირების გაუმჯობესებას და გაძლიერებას? 

 რა თქმა უნდა, თუმცა სახელმწიფო პროგრამის შემნას , რომელიც უცხოეთში არსებულ ქართული კერების ფუნქციონირების გაუმჯობესებაზე იზრუნებს, ჯერ იმ არსებული პრობლემების შესწავლა უნდა უძღოდეს წინ, რაც სწორ მიმართულებას მისცემს და უფრო კონსტრუქციულს გახდის შედეგს.

– საქართველოს კანონმდებლობით დღემდე ვერ მოხერხდა საკანონმდებლო დოკუმენტის შექმნა , რომელიც მკაფიოდ გამოკვეთს დიასპორული ორგანიზაციების სტატუსს და მოთხოვნებს, რომლის საფუძველზეც სახელმწიფო სცნობს ან არ ცნობს მის სტატუსს. როგორ ფიქრობთ რატომ ჭიანურდება ეს პროცესი და რამდენად ჭირდება ეს თავად სახელმწიფოს და ქართულ კერებს უცხოეთში?

 – ეს აუცილებელი პროცესია, თუ სახელმწიფო ზრუნავს საკუთარ მოქალაქეებზე, რომლებიც საზღვრებს გარეთ იმყოფებიან, იმ ბავშვებზე რომლებიც ემიგრაციაში დაიბადნენ ან მცირე ასაკში მოუწიათ სამშობლოს დატოვება და სურს მათი იდენტობა შენარჩუნდეს, უნდა შეძლოს , შეიმუშავოს პროგრამები, განსაზღვროს დიასპორული ორგანიზაციების სტატუსი, განიხილოს  ეს საკითხები როგორც მნიშვნელოვანი ერთეული ქვეყნის მომავლის შენებისთვის, გამონახოს გარკვეული რესურსი, რათა საჭიროების შემთხვევაში გადაამზადოს კადრები, მსგავსი საქმიანობებისთვის (განსაკუთრებით საკვირაო სკოლების საკითხთან მიმართებაში). რაც შეეხება გაჭიანურებას, მიზეზი პროფესიონალი კადების ნაკლებობა მგონია, რადგან პროფესიონალებით დაკომპლექტებულ ჯგუფს, მინიმალური ხარჯებითაც შეუძლია ამ პრობლემის გადაჭრა.

 

–  თქვენ აზრით საზოგადოებრივი მაუწყებელის , გადაცემათა ბადეში უნდა არსებობდს თუ არა გადაცემა, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გააშუქებს უცხოეთში არსებული ქართული კერების , ღვაწლმოსილი თანამემამულეების საქმანობას და რიგითი თანამემამულეების პრობლემებს?

ქართულ ემიგრაციასა და საზოგადოებას შორის უცნაური ხიდჩატეხილობა იგრძნობა, ამას ამწვავებს მასმედიის არასწორი დამოკიდებულება და ვიწრო სპექტრით გაშუქებული პრობლემები, ბოლო დროს ემიგრანტებზე შემნილმა დოკუმენტალისტიკამ მაინც ყოველგვარ საზღვრებს გადააჭარბა, მიუღებელია მძაფრი ეფექტების შესაქმნელად ადამიანების პირადი სივრცის და უფლების დარღვევა.

 თუ საზ. მაუ. შეძლებს სწორი პოლიტიკა შეიმუშაოს ამ კონკრეტული მიმართულებით  არამხოლდ სასურველი, სავალდებულოც კი მგონია.

ესაუბრა ავთანდილ გიუნაშვილი.