თურქული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ ორდუს პროვინციაში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომლის წევრები სპირტიან სასნელებს კუსტარული წესით ამზადებდნენ და ჰყიდდნენ. როგორც გაზეთები "სთარი" და "ვათანი" იუწყებიან, "ქართველი არყისმხდელების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია პოლიციამ საკმაო ხნის თვალთვალის შემდეგ დაიწყო. სახლში შესვლის შემდეგ გაკვირვებული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ: კარადის უკან საიდუმლო კარი იპოვეს, რომლის...
(ენ პი ეი) ეთნიკურად ქართველებისთვის საქართველოს მოქალაქეობის მიღება შესაძლოა გამარტივდეს, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის - გართულდეს. საკანონმდებლო ცვლილებაზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი იმსჯელებს. კანონპროექტის თანახმად, იცვლება უცხო ქვეყნის მოქალაქეთათვის საქართველოს მოქალაქეობის მიღების 5-წლიანი ვადა (კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების) 10-წლიანი ვადით, ხოლო ემიგრანტი ეთნიკური ქართველებისთვის, რომლებიც ატარებენ ქართულ გვარს და თავს...
ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერებმა ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე საიმიგრაციო პოლიტიკის საკითხზე ერთიანობას ვერ მიაღწიეს. ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა. „ამ საკითხთან მიმართებაში არსებული პოზიციები არ შეცვლილა“, - განაცხადა მერკელმა. მისივე თქმით, ევროპელი პოლიტიკოსების წინაშე დგას „ნათელი ამოცანა“ – 2018 წლის ივნისამდე გააგრძელონ მუშაობა ამ პრობლემის მოგვარებაზე. ევროკავშირის წევრი 28 ქვეყანა უკვე...
  ბელგიაში მცხოვრები საადვოკატო ფირმის თანამშრომელი, არასამთავრობო ორგანიზაციების ქართველ ემიგრანტთა საერთაშორისო ცენტრის (ბრიუსელი)  და “ემიგრანტის სახლის” (თბილისი) დამფუძნებელი და თავმჯდომარე “STOP Corruption” დამფუძნებელი და თავმჯდომარე  ანა ბალამწარაშვილი 2013 წელს ბელგიელი ინვესტორის ემილ რენიერის კუთვნილი ქონების მითვისების შესახებ სკანდალურ ფაქტებს ასაჯაროვებს და იურისტთა ასოციაციის პრეზიდენტს დავით ასათიანს მიმართავს: ,, ბატონო დავით , 2011 წელს...
9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში გაიმართა მდუმარე, სამგლოვიარო აქცია სახელწოდებით „რუსეთი კლავს“. აქციის მიზანი იყო, პატივი მიეგო არჩილ ტატუნაშვილის, გიგა ოთხოზორიას, გიორგი ანწუხელიძის, ასევე, 1989 წლის 9 აპრილსა და მას შემდეგ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის შედეგად დაღუპულთა ხსოვნითვის. ამასთან ერთად, გაეპროტესტებინა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა საქართველოს მიმართ.     წყარო...
საქართველოს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე დევალვაცია იქ მყოფი ქართველი ემიგრანტების შემოსავლებზე აისახა. ისინი ამბობენ, რომ ოჯახებს იმდენს ვეღარ უგზავნიან, რამდენსაც - თუნდაც 2 თვის წინ. როგორც გაზეთი „რეზონანსი" წერს, ეს, ერთი მხრივ, მათ სოციალურ მდგომარეობას დაამძიმებს, ხოლო, მეორე მხრივ, ქვეყანაში გადმორიცხულ ფულად ნაკადს შეამცირებს და, გარკვეულწილად, ლარის სტაბილურობაზეც იმოქმედებს. თურქული ლირა და რუსული რუბლი...
2017 წლის 28 ნოემბერს დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად კვაჭანტირაძემ დიასპორული კვლევების წასახალისებლად გურამ შარაძის სახელობის პრემიის დაწესების ინიციატივა გაახმოვანა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ შესაბამისი რეკომენდაცია მთავრობას გაუგზავნა განსახილველად.
  – ყველამ იცის, ვინ არის მამუკა ათენში, ვინც შოუბიზნესთან არის დაკავშირებული. საქართველოდან მირეკავდნენ და მეკითხებოდნენ, ასე როგორ მოექეცი ეკასო. მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ ეკას გაკეთებული განცხადებები მტკნარი სიცრუეა. – მაშ, თქვენი ვერსია გვიამბეთ... – ათენში არსებული ორგანიზაცია ქართველთა საკრებულო, ათენის ქართველთა სახლი დამეთანხმება, რომ ეკას მიერ ნათქვამი ყველა სიტყვა არის...
საფრანგეთის დედაქალაში საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავს აღნიშნეს. 1922 წელს დაარსებული საფრანგეთის ქართული სათვისტომოს ინიციატივით და ემიგრანტების მონაწილეობით საზეიმო ღონისძიება ტრიუმფალურ თაღთან გაიმართა. მასში მონაწილეობდა საფრანგეთის პოლიციის ორკესტრი, რომელმაც საფრანგეთის და საქართველოს ჰიმნი შეასრულა. https://www.youtube.com/watch?v=arCHAr3wwHE
2017 წელს საქართველოს პრეზიდენტმა უცხო ქვეყნის 3 000 მოქალაქეს საქართველოს მოქალაქეობა მიანიჭა. ამის შესახებ სახელმწიფო სერვისების სააგენტოს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის საქმიანობის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის თანახმად, 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 9 ოქტომბრამდე, კომისიამ 5 321 მოქალაქეობის საქმე განიხილა, რომელთაგან 3 097-ზე დადებითი დასკვნა გამოსცა და საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების შუამდგომლობით საქართველოს პრეზიდენტს მიმართა. 3...