თურქული პრესის ინფორმაციით, პოლიციამ ორდუს პროვინციაში საქართველოს მოქალაქეთა ჯგუფი დააკავა, რომლის წევრები სპირტიან სასნელებს კუსტარული წესით ამზადებდნენ და ჰყიდდნენ.
როგორც გაზეთები “სთარი” და “ვათანი” იუწყებიან, “ქართველი არყისმხდელების წინააღმდეგ მიმართული ოპერაცია პოლიციამ საკმაო ხნის თვალთვალის შემდეგ დაიწყო. სახლში შესვლის შემდეგ გაკვირვებული პოლიციელები თვალებს არ უჯერებდნენ: კარადის უკან საიდუმლო კარი იპოვეს, რომლის მეშვეობით მეორე საიდუმლო სათავსოში გადიოდნენ, იქ კი არყისმხდელი აპარატი და მეთილის სპირტით სავსე ჭურჭლები იდგა. პოლიციელებმა ნახეს აგრეთვე უამრავი ქართულ ეტიკეტებიანი ბოთლი, რომლებშიც ფალსიფიცირებული სასმელი ისხმებოდა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, ამ ეტაპზე სასამართლოში უკვე გადაიგზავნა სამი ეჭვმიტანილის საქმე”
წყარო: http://www.star.com.tr