ტრეფიკინგი – ნუ გახდები მონა 21-ე საუკუნეში !

0
2574

ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) არის მონობის თანამედროვე ფორმა, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა. ეს არის სიდიდით მეორე დანაშაულებრივი ინდუსტრია მსოფლიოში. ის ეფუძნება ექსპლოატაციის მიზნით ადამიანთა გადაბირებას, გადაყვანას, გადაცემას, მუქარის და ძალის გამოყენებით ან იძულების სხვა საშუალებებით (მოტაცება, თაღლითობა), ან სხვისი უმწეო მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით, კონტროლისგანხორციელებას სხვა ადამიანზე, სქესობრივ ექსპლოატაციას, იძულებით შრომას ან მომსახურებას, მონობას ან მონობის მსგავს მდგომარეობას და ორგანოთა ვაჭრობას.

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. დაიცავით საფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ განსაკუთრებული სიფრთხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი.

ბრმად ნუ ენდობით დაპირებებს უცხოეთში სწავლასთან, მუშაობასთან და დასვენებასთან დაკავშირებით. ნუ ენდობით პირებს, რომელიც გპირდებიან ვიზით უზრუნველყოფას საკონსულოში თქვენი პირადად გამოცხადების გარეშე.

გახსოვდეთ, რომ უცხოეთში არალეგალური გზით გამგზავრება კანონსაწინააღმდეგო ქმედებაა და სერიოზულ რისკთან არის დაკავშირებული. ნუ გადასცემთ პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს სხვას. წინასწარ გადაამოწმეთ დამსაქმებლის მიერ შემოთავაზებული სამუშაოს შესახებ ინფორმაცია. მოითხოვეთ თქვენი დამსაქმებლის ან სასწავლებლის საკონტაქტო მონაცემები. თუ თქვენ გაქვთ საზღვარგარეთ სამუშაო მიზნით გამგზავრება/ყოფნა, გახსოვდეთ, რომ თქვენი კანონიერი უფლებების და ინტერესების დაცვას მხოლოდ შრომითი კონტრაქტის საფუძველზე შეძლებთ.

კონსულის ფუნქციებში შედის: 
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქე ობის არმქონე პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა; კონსულტაციის გაწევა (სატელეფონო და წერილობითი); საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის, პასპორტისა და საქართველოში დასაბრუნებელი მოწ მობის გაცემა;
საქართველოს მოქალაქეთა საკონსულო აღრიცხვა;
საქართველოს მოქალაქეთა სამოქალაქო აქტების რეგისტრაცია (დაბადების, ქორწინების, განქორ წი ნების, მამობის დადგენის, შვილად აყვანის, სახელის, მამის სახელისა და გვარის შეცვლის, გარდაცვალების რეგისტრაცია, განმეორებითი მოწმობების გაცემა);
სხვადასხვა სახის ცნობების გაცემა (მათ შორის ნასამართლობისა და ქორწინების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ); სანოტარო მოქმედებების შესრულება (მინდობილობა, თარგმანისა და ხელმოწერის ნამდვილობის დამოწმება, ასლის დედანთან სისწორის
დამოწმება, თანხმობა და ა.შ.)

სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი საქართველოს მოქალაქის მონახულება, აუცილებლობის შემ თხვევაში სასამართლო პროცესზე დასწრება. რა არის საკონსულო აღრიცხვა ? ა არის საკონსულო აღრიცხვა ? თუ თქვენ იმყოფებით საზღვარგარეთ, მიზანშეწონილია, რომ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია (მისამართი, ტელეფონი) მიაწოდოთსაქართველოს საელჩოს და საკონსულო დაწესებულებას, რათა, საჭიროების შემ თხვევაში, საელჩომ უმოკლეს დროში დაადგინოს თქვენი ადგილსამყოფელი და შეძლოს შესაბამისი დახმარების აღმოჩენა. იმ შემთხვევაში, თუ ადგილსამყოფელ ქვეყანაში არ არის საქართველოს საელჩო ან საკონსულო დაწე სებულება, თქვენი საკონტაქტოინფორმაცია შეგიძლიათ მიაწოდოთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონ სულო დეპარტამენტს (ცხელი ხაზი: +(995 32) 294 50 50; +(995) 577 98 40 20 (995 32) 294 50 50; +(995) 577 98 40 20; ელექტრონული ფოსტა: consulinfo@mfa.gov.ge). o n s u l i n f o@mf a . g o v. g e

რა არის დასაბრუნებელი მოწმობა ? ა არის დასაბრუნებელი მოწმობა ?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაკარგეთ, დაგიზიანდათ ან სხვა რაიმე მიზეზით აღარ ფლობთ საქართველოს მოქალაქის მოქმედ პასპორტს,
დაუყოვნებლივ მიმართეთ საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწესებულებას, რომელიც შესაძლო მოკლე დროში დაგიმზადებთ და
გადმოგცემთ დროებით სამგზავრო დოკუმენტს – საქართველოში დასაბრუნებელ მოწმობას. აღნიშნული მოწმობის მეშვეობით თქვენ შეძლებთ
დაუბრკოლებლად დაბრუნებას საქართველოში.

თუ თქვენ აპირებთ წასვლას საზღვარგარეთ, ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში, დაიცავით უსაფრთხოების ზომები და გამოიჩინეთ გან საკუთრებული სიფრ თხილე, რათა არ გახდეთ ტრეფიკინგის მსხვერპლი. თქვენ შეგიძლიათ, მიმართოთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში საქართველოს საელჩოს ან საკონსულო დაწე სებულებას და მიიღოთ ინფორმაცია ქვეყანაში მოქმედი კანონმდებლობის, დამკვიდრებული ადათ-წე სების და საფრთხეების შესახებ.
საზღვარგარეთ მუშაობის პერიოდში, თუ ვინმემ უკანონოდ შეზღუდა თქვენი თავისუფლება, თუ დამსაქმებელმა ან სხვა პირმა ჩამოგართვათ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, თუ თქვენ ძალადობის მსხვერპლი გახდით, აუცილებლად მიმართეთ ადგილსამყოფელ ქვეყანაში
საქართველოს დიპლო მატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. ისინი დაიცავენ თქვენს უფლებებს, კანო ნიერ ინტე რესებს და უზრუნველყოფენ თქვენს უსაფრთხო დაბრუნებას სამშობლოში.ზემოაღნიშნულ შემთხვევებში თქვენ აგრეთვე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს.
(ცხელი ხაზი: +(995 32) 294 50 50; +(995) 577 98 40 20; (995 32) 294 50 50; +(995) 577 98 40 20; ელექტრონული ფოსტა: consulinfo@mfa.gov.ge).

წყარო :http://www.mfa.gov.ge/getattachment/MainNav/ConsularInformation/Trafficking/Consularflyer_Feb2014.pdf.aspx