"2016 წელს ისრაელს თავშესაფარი საქართველოს 3500 მა მოქალაქემ სთხოვა; 2017 წელს ეს რიცხვი 1300 მდე შემცირდა და მიმდინარე წელს კი 300 -ზე ცოტა მეტი განცხადება გვაქვს”,- ამბობს ისრაელში საქართველოს საელჩოს კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი განმარტავს, რომ ბოლო თვეების სტატისტიკა, ხშირად მოქალაქეების არასწორად ინფორმირების შედეგია. “არსებობს გონივრული ეჭვი, რომ მოსახლეობის შეცდომაში...
ისრაელში საქართველოს ელჩის განმარტებით, რაოდენობა და სქესი დამოკიდებულია სამუშაოს სპეციფიკაზე, რომელსაც მასპინძელი ქვეყანა თავად აწესებს.
“ისრაელში მუშახელი მიზნობრივად შემოჰყავთ. მომვლელები სახლებში,სხვადასხვა სამშენებლო სამუშაოს ხელოსნები ან სოფლის მეურნეობის დარგისთვის საჭირო პროფესიონალები “- ამბობს პაატა კალანდაძე.
ამ დროისთვის ისრაელში 500 ქართველი ქალი ლეგალურად მუშაობს. მისი თქმით, ამ ეტაპზე ქართველებისთვის დამატებით ლეგალურად დასასაქმებლად კვოტები...
თბილისის მერი და ქართული ოცნების გენერალური მდივანი კახა კალაძე სამიგრაციო კანონმდებლობის გამკაცრებას ითხოვს. მისი თქმით, ნორმა რომელიც დღეს მოქმედებს, ვერ იცავს ქვეყანას სამიგრაციო "კარუსელისგან". საუბარია ერთწლიანი ბინადრობის ნებართვებზე, რომელსაც უცხოეთის მოქალაქეები იღებენ იმ წინაპირობით თუ საქართველოში შეიძენენ $35,000 ღირებულების უძრავ ქონებას. კალაძის თქმით, ეს მოთხოვნა $100,000-მდე უნდა გაიზარდოს. "არსებული კანონმდებლობით,...
საზღვარგარეთ მყოფ ამომრჩევლებს შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში, ასევე რეფერენდუმში.
არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ:
კენჭისყრის დღეს სხვა სახელმწიფოში მყოფ ამომრჩევლებს, რომლებიც დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
ამომრჩევლებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან რეგისტრირებული საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და არ დგანან საქართველოს საკონსულო აღრიცხვაზე;
ამომრჩევლებს, რომლებიც არ დგანან საქართველოს საკონსულო...
გერმანული სამაუწყებლო კომპანია „დოიჩე ველე“ ანგელა მერკელის საქართველოში ვიზიტისას თავშესაფრის მაძიებლების საკითხზე ამახვილებს ყურადღებას. „საქართველოდან ჩასული მიგრანტების რიცხვის ზრდის შემდეგ, კანცლერმა ანგელა მერკელმა განაცხადა, რომ გერმანია მალე საქართველოს უსაფრთხო ქვეყნის სტატუსს მიანიჭებს. ეს კომენტარი გაკეთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან დედაქალაქ თბილისში გამართული შეხვედრის შემდეგ, საიდანაც მერკელმა სამხრეთ კავკასიის რეგიონში თავისი სამდღიანი...
გერმანიაში მუშავდება კანონპროექტი, რომლის თანახმად, საქართველოსა და ბალკანეთის ქვეყნების მოქალაქეთათვის გერმანიაში ლეგალურად დასაქმების კვოტები შეიქმნება. ამის შესახებ შესაბამისი კითხვის პასუხად, გერმანიის კანცლერმა, ანგელა მერკელმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენ ვამუშავებთ ახლა დარგის სპეციალისტების კანონპროექტს, არა ზოგადად, მაგრამ ცალკეული პროფესიებისთვის, სადაც არის დიდი დეფიციტი გერმანულ ბაზარზე. ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, მათ...
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის დავით ბაქრაძის განცხადებით მის მიერ თბილისში ვიზიტად მყოფ, გერმანიის ფედერალურ კანცლერთან ანგელა მერკელთან შეხვედრისას გერმანიაში საქართველოს მოქალაქეებისთვის ლეგალური მიგრაციის ხელშეწყობის საკითხი დააყენა.დავით ბაქრაძემ შეხვედრის დასრულების შემდგომ გაკეთებულ განცხადებაში განაცხადა რომ მის მიე: ,,დაყენებული კონკრტული თხოვნა იყო მიეცეთ გერმანიაში მყოფ ქართველებს ლეგალურად, კანონიერად მუშაობის საშუალება და აქაც...
მოგმართავთ საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საბერძნეთში ქ ათენში მცხოვრები ემიგრანტები: მოგეხსენებათ 2018 წლის 28 ოქტომბერს იმართება საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები, სადაც მონაწილეობას ვიღებთ უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები და ადგილსამყოფელ ქვეყნებში აკრედიტებულ საქართველოს დიპლომატიურ მისიების მისამართებზე გახსნილ საარჩევნო უბნებზე ვაძლევთ ხმას წარმოდგენილ კანდიდატებს, ხოლო არჩევნებში მონაწილეობისთვის საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით აუცილებელია საკონსულო...
„ევროპული საქართველოს“ საპრეზიდენტო კანდიდატმა დავით ბაქრაძემ წყნეთში, გურამიშვილის ქუჩის მოსახლეობას შეხვედრისას ემიგრაციის თემას შეეეხო და განაცხადა რომ მისი „ ერთ-ერთი მთავარი დაპირება გახლავთ ჩვენი ემიგრანტების დახმარება, ვიდრე ისინი საქართველოში დაბრუნდებიან: შრომითი ბაზრის გახსნა, სამუშაო კვოტების გამოყოფა, რაც ნიშნავს გარანტირებულ მინიმალურ ხელფასს, რაც ნიშნავს სამედიცინო დახმარებას, რაც ნიშნავს მათ დაცულობას...
მორიგი თაღლითობა საზღვარგარეთ დასაქმების პერსპექტივით. საქმე, რომელზეც სამართალდამცველები უკვე მუშაობენ, თაღლითობის სქემას უკავშირდება. 5 მოქალაქეს თამარ ავალიშვილმა დიდ ბრიტანეთში სამუშაოდ გაყვანის სანაცვლოდ თანხა გამოართვა. მერე გამგზავრება რამდენჯერმე გადაუდო, ამის შემდეგ თაღლითურ ქმედებებზე ეჭვი გაჩნდა.
სავარაუდო დანაშაულის საქმეში რამდენიმე მოქმედი პირია. მათ შორის დაზარალებული ქალბატონები გოჩა გელოვანს გამოყოფენ. როგორც საქმიდან ჩანს...