საბერძნეთი თავშესაფარს ყველაზე მეტ ავღანეთის, ხოლო ყველაზე ნაკლებ საქართველოს მოქალაქეს უდასტურებს

0
326

ევრონიუსის მიერ გავრცელებული კვლევის ანალიზის ანგარიშის მიხედვით, საბერძნეთი თავშესაფარს ყველაზე მეტად ავღანელებს აძლევს , ხოლო ყველაზე ნაკლებად ევროკავშირის წევრი სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოს მოქალაქეებს უდასტურებს თავშესაფრის მაძიებლის სტატუსზე დადებით პასუხს.

ზოგადი სურათის მიხედვით 2024 წელს ევროკავშირის ქვეყნებში შესული თავშესაფრის მოთხოვნათა განაცხადების სრული რაოდენობის 42% დაკმაყოფილდა. ეს მაჩვენებელი შარშანდელთან შედარებით უცვლელია. ყველაზე მეტი განაცხადი აღიარებული იყო შემდეგი ქვეყნების მოქალაქეებისთვის: სირია (90%), მალი (84%), ერითრეა (81%), უკრაინა (80%), ავღანეთი (63%) და სომალი (60%). სწორედ მათ განაცხადებს აქვთ დაკმაყოფილების ყველაზე დიდი შანსი. თუმცა „ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ განაცხადების აღიარების მაჩვენებელი სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულია. მაგალითად, ავღანელებს, რომლებმაც საბერძნეთში შეიტანეს განაცხადი, ჰქონდათ 98%-იანი აღიარების მაჩვენებელი, ხოლო მათ, ვინც ბელგიას მიმართეს, ჰქონდათ აღიარების გაცილებით დაბალი, 39%-იანი მაჩვენებელი. განაცხადების აღიარების ყველაზე დაბალი მაჩვენებლის ქვეყნებია: თურქეთი, ნიგერია, პაკისტანი, კოლუმბია, ტუნისი, მაროკო, ბანგლადეში და საქართველო.