მივესალმებით ყველა ინიციატივას, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული დიასპორის კონსოლიდაციას, საქართველოს მხარდაჭერას მსოფლიო ასპარეზზე, ჩვენი ქვეყნის წინსვლას და განვითარებას, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე - „ძლიერი დიასპორა ერთიანი საქართველოსთვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ძალიან საინტერესო ნაბიჯებს დგამს ქართული დიასპორების...
შს სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მიერ „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ გაფორმებული შეთანხმებების ფარგლებში, გერმანიიდან ჩარტერული რეისით საქართველოს 68 მოქალაქის რეადმისია განხორციელდა. აღნიშნული მოქალაქეების დაბრუნება მოხდა გერმანიიდან, შვეიცარიიდან, ბელგიიდან და ისლანდიიდან. დუსელდორფი-თბილისის ჩარტერული რეისით საქართველოში დაბრუნდნენ ის მოქალაქეები, რომლებიც ზემოთ აღნიშნულ ქვეყნებში ყოფნის რეჟიმს აღარ აკმაყოფილებდნენ. ავიარეისის დაგეგმვა საქართველოს შინაგან საქმეთა...
 საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის აზრით,  ახალგაზრდები იძულებულები არ უნდა ხდებოდნენ საზღვარგარეთ მიდიოდნენ და ახდენდნენ საკუთარი შესაძლებლობებისა და პოტენციალის რეალიზებას.   თავად ახალგაზრდა პრემიერი ფიქრობს რომ,  საქართველომ უნდა შექმნას შესაძლებლობები, რათა თვითრეალიზაციის მიზნით საზღვარგარეთ წასვლა არ მოუწიოთ. „ძალიან მიხარია, როდესაც მესმის ბევრი წარმატებული ახალგაზრდის საქმიანობის შესახებ საზღვარგარეთ, მაგრამ ჩვენ უნდა გავაკეთოთ...
საქართველოს განათლების და მეცნიერების სამინისტროს სსიპ ბავშვთა და ახალგაზრდობის განვითარების ფონდი “იდეების კონკურსს” აცხადებს, რომლის მიზანია ახალგაზრდული ორგანიზაციების მხარდაჭერა, პრიორიტეტების ფარგლებში პროექტების დაფინანსება და ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ ახალგაზრდულ ორგანიზაციებს, რომლებიც საკუთარ იდეებს წინასწარ შემუშავებული კრიტერიუმების შესაბამისად წარმოადგენენ. შემოსულ პროექტებს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სათათბირო განიხილავს...
 საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით გუგული მაღრაძემ აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, 26 ივნისს, კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდში საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ საჯარო ლექცია გამართა. საჯარო ლექციას მოდერაციას უწევდა კარნეგის ფონდის ევრაზიისა და რუსეთის პროგრამების უფროსი მრჩეველი პოლ სტრონსკი. შეხვედრას ესწრებოდნენ აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის, აშშ-ში ევროკავშირის დელეგაციის, რეგიონის ქვეყნების საელჩოების წარმომადგენლები, მეცნიერები და ექსპერტები სხვადასხვა...
საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის მინისტრს, მიხეილ ბატიაშვილს შვიდი მოადგილე ეყოლება. მოადგილეების დანიშვნის შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე განთავსდა. მიხეილ ბატიაშვილის პირველი მოადგილე მიხეილ გიორგაძე იქნება. მინისტრის მოადგილეები ასევე იქნებიან: ლია გიგაური, თეიმურაზ მურღულია, ალექსანდრე თევზაძე, ლევან ხარატიშვილი, შალვა გოგოლაძე და ირინე აბულაძე.
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს , რომელიც დისტანციურად ემიგრანტებსაც ემსახურება რუსუდან კოხოძე უხელმძღვანელებს . რუსუდან კოხოძე პროფესიით სამართალმცოდნეა. მას აქვს სამართლისა და ადამიანის უფლებების მიმართულებით საჯარო სამსახურში, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებში საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. რუსუდან კოხოძეს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარედ დანიშვნამდე...
შინაგან საქმეთა მინისტრი, გიორგი გახარია, ხორავას ქუჩაზე მოკლული ლევან დადუნაშვილის მამას და მის ადვოკატს შეხვდა.შეხვედრას, სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარიაც, ესწრებოდა.  დადუნაშვილის ადვოკატმა განაცხადა, რომ დავით დადუნაშვილს თვითონ ჰქონდა სურვილი, შეხვედროდა შინაგან საქმეთა მინისტრს და მიეღო პასუხები იმ კითხვებზე, რაც ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შემდეგ გაუჩნდა.როგორც მან აღნიშნა, შეხვედრაზე მათ მიიღეს პასუხი...
საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა. საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი, 68-ე ადგილს. ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ.Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებს მოგზაურობა გამარტივებული პროცედურებით...
„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა სტაბილური დემოკრატიით. აქ არ მიმდინარეობს ომი. თქვენი ქვეყნიდან თავშესაფრის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ბელგია თაფლისა და რძის ქვეყანაა, ამიტომ ნუ ეწვევით ამ ქვეყანას თავშესაფრის მისაღებად. შეგიძლიათ, ეწვიოს მას ტურისტული მიზნებისთვის. ჩვენ გვსურს, რომ თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვი შემცირდეს" - განაცხადა საქართველოს მთავრობის წევრებთან შეხვედრების შემდგომ  საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა...