დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზვიად კვაჭანტირაძე საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკის #ROADMAP2EU -ს დამტკიცებას აფასებს და აცხადებს:,,დავამტკიცეთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საგზაო რუკა #ROADMAP2EU. ეს არის ძალიან კომპლექსური დოკუმენტი, კონცეფცია, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის ახალ შესაძლებლობებს ევროკავშირში მეტი ინტეგრაციით. იგი გულისხმობს მეტ ინსტიტუციურ, სექტორულ, საკანონმდებლო, ფიზიკურ დაახლოებას ევროპულ სივრცესთან, მეტ ევროპულ პროექტებსა და პროგრამებს საქართველოში.
ეს არის საკმაოდ ამბიციური გეგმა. ჩვენი სურვილია ამ პროცესში საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. კონცეფციას წარვუდგენთ როგორც პარლამენტს, ასევე სამოქალაქო საზოგადოებას, ბიზნეს წრეებს და შესაბამის დაინტერესებულ პირებს. მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოების აქტიური მხარდაჭერით არის შესაძლებელი ჩვენი ქვეყანა ვაქციოდ ნამდვილად ევროპულ სახელმწიფოდ, საქართველოს აქვს შესაძლებლობა და ჯანსაღი ამბიცია რეფორმებისა და განვითარების კუთხით გაეჯიბროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მდგარ ქვეყნებს და საბოლოოდ გახდეს ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი!”