ემიგრანტებთან მიმართებაში დისკრიმინაციული ფასის მქონე საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში დაწინაურდა

0
1624

საქართველოს მოქალაქის პასპორტი საერთაშორისო რეიტინგში კიდევ ხუთი პოზიციით დაწინაურდა. საკონსულტაციო კომპანია Henley&Partners-ის ინფორმაციით, საქართველო მსოფლიოში 48-ე ადგილზეა.წინა ანგარიშის მიხედვით, საქართველო 53-ე პოზიციას იკავებდა, უფრო ადრე კი, 68-ე ადგილს.

ვებგვერდის მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული პროცედურებით მოგზაურობა მსოფლიოს 112 ქვეყანაში შეუძლიათ.Henley&Partners-ის რეიტინგში პირველობას იაპონია და სინგაპური ინაწილებენ, რომელთა მოქალაქეებს მოგზაურობა გამარტივებული პროცედურებით 189 ქვეყანაში შეუძლიათ. პასპორტების ინდექსში წინა წლებში გერმანია ლიდერობდა. ხუთი პოზიციით საქართველოს პასპორტის სიძლიერე გაუმჯობესებულია კიდევ ერთი პორტალის, passportindex.org-ის მონაცემებითაც. საქართველო რეიტინგში ახლა მე-40 ადგილზეა.