საქართველოში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა რაოდენობამ 656,5 ათასი პირი შეადგინა

0
1450

2018 წლის II კვარტალში ბიზნეს სექტორში დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 656,5 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 4 პროცენტით აღემატება.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41 პროცენტი ქალი, ხოლო 59 პროცენტი – კაცია.
ამასთან, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 36,8 პროცენტი – მსხვილ ბიზნესზე; 22,0 პროცენტი – საშუალოზე; ხოლო დარჩენილი 41,2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე მოდის.

„საქსტატის“ ცნობით, ბიზნეს სექტორში დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 621,4 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით – 3,9 პროცენტით მეტი). საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 2 159,8 მლნ ლარით განისაზღვრა