ათენში გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერი საინიციატივო ჯგუფი ემიგრანტებს საკონსულო აღრიცხვაზე დადგომაში დაეხმარება

0
6031

ათენში საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის გრიგოლ ვაშაძის მხარდამჭერებმა საინიციატივო ჯგუფი შექმნეს და არჩევნებში მონაწილეობის მსურველ უცხოეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებენ საკონსულო რეგისტრაციაზე დადგნენ და მიიღონ არჩვენეში მონაწილეობის უფლება, რისთვისაც ისინი სამშობლოს გარეთ მცხოვრებ ქართველ ემიგრანტებს დახმარებას სთავაზობენ. საინიციატივო ჯგუფის სახელით საჯარო განცხადებაც გავრცელდა:,, როგორც მოგეხსენებათ 28 ოქტომბერს ტარდება საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნები. არჩევნებში მონაწილეობისათვის თითოეულ ემიგრანტს(საქართველოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეს) ხმის უფლების მისაცემად სჭირდება საკონსულო სააღრიცხვო რეგისტრაცია.
 გვსურს გავაკეთოთ განცხადება მათ საყურადღებოთ ვინც არ დგას საკონსულო აღრიცხვაზე და გაცნობებთ რომ , ვინაიდან  არაერთ ჩვენთაგანს სამსახურეობრივი მოვალეობის გამო არ შეუძლია პირადად საკონსულოში წასვლა და აღრიცხვაზე ასვლა, არსებობს ონლაინ საკონსულო რეგისტრაცია სადაც თქვენ თავად შეძლებთ საკონსულო აღრიცხვაზე დადგომას, რომლის ელექტრონული მისამართიცაა  www.geoconsul.gov.ge

ასევე გვსურს გაცნობოთ რომ თუ ვერ ახერხებთ გარკვეული ობიექტური მიზეზების გამო საკონსულო რეგისტრაციის გავსლას სახლიდან გაუსვლელად თხოვთ დაგვიკავშირდეთ შემდეგ ფეისბუქ  მისამართებზე: Maia Bachanashvili , Anastasia Dadiani, Iza Yurashvili , Tamar Samxaradze, Nina Nina   და თუ თქვენ მაინც ვერ მოახერხებთ ონლაინ რეგისტაციას, ამ შემთხვევაში ჩვენ დაგეხმარებით და დადგებით საკონსულო აღრიცხვაზე და მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლებას.
ასევე გვსურს წინასწარ გაცნობოთ რომ საკონსულო რეგისტრაციისთვის საჭიროა:

1) გამოგვიგზავნოთ მესენჯერზე თქვენი პასპორტის ასლი.
2) მამის სახელი
3) ( ვისაც გაქვთ ელ. ფოსტა)
4) საბერაძნეთში შემოსვლის თარიღი
5) ათენის საცხოვრებელი მისამართი (სიტყვიერად)
6) საკონტაქტო ტელეფონი ( სახლის ან მობილური)  – ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.